სალმონეუსი (ლათ.Salmoneus ,ბერძნ. Σαλμωνεύς) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ეოლესა და ენარეტის შვილი, ალკიდიკას ცოლი (სიდერო მეორე ცოლი) და ტიროს შვილი. ატამასის, სიზიფეს, კრეფეუსის, პერიერის, დაიონეუსის, კანაკას, ალკიონასა და პერიმედეს ძმა.სალმონეუსი და სიზიფე ვერ იტანდნენ ერთმანეთს და ერთხელაც სიზიფე ორაკულს მისი ძმის მოსაშორებლად რჩევისთვის დაეკითხა. ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ სიზიფე სალმონეუსის შვილს თიროს მოიყვანდა, მათი შვილები სალმონეუსს მოკლავდნენ. თირო დათანხმდა ცოლობაზე, თუმცა როდესაც წინასწარმეტყველების შესახებ შეიტყო თავისი ვაჟიშვილი მოკლა. შემდგომ თიროს პოსეიდონთანაც ეყოლა შვილები პელიასი და ნელეუსი.
333სალმონეუსი თავიდან ცხოვრობდა ფესალიაში, შემდეგ გადავიდა ელიდაში და ალფეას მდინარის მახლობლად დააარსა ქალაქი სალმონია. მან ღმერთთა მეფე ზევსი შეურაცხყო და დასცინა. იგი ზევსის იმიტირებით გამოსცემდა გრუხუნის ხმას და ჩირაღდნებით ანათებდა როგორც ელვა. ასევე, იასონის მამას ესონს თავი ზევსად მოაჩვენა და აჩუქა თასი. ამ ყველაფრისთვის ზევსმა იგი დასაჯა და ტარტაროსში გაგზავნა, ხოლო მისი ქალაქი მაცხოვრებლებთან ერთად გაანადგურა. ცოცხალი დატოვა მხოლოდ სალმონეუსის ქალიშვილი თირო.