Monthly Archives: მარტი 2012

ნიქტა

   ნიქტა (ლათ.Nyx, ბერძ.Νύξ) არის ღამის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესიოდეს თანახმად ნიქტა იშვა ქაოსისგან და სამყაროს შექმქმნელ ერთ-ერთ პირვანდელ პოტენციას წარმოადგენს. ერებოსმა (წყვდიადი) და ნიქტმა შვეს ეთერი (სინათლე) და ჰემერა (დღე).  ნიქტამ შვა: მოროსი (ხვედრი), აპატე (ტყუილი), მორი (ბედი), ონირა (ოცნება), კერი (ნგრევა), ტანატოსი (სიკვდილი), ოიზუსი (ტკივილი), ჰიპნოსი (ძილი), ჰესპერიდე (აისი და დაისი), კერები (სიკვდილის ღვთაებები), ნემესისი (წყევლა და შურისძიება), ფილოტესი (სიყვარული), ერისი (ბრძოლა), გერაი (სიბერე), მომოსი (განკიცხვა) და ასევე ქარონი რომელსაც გარდაცვლილთა სულები სტიქსის მდინარეზე გადაყავდა.

ნიქტას სამყოფელი მდებარეობს ტარტაროსის სიღრმეებში მისი შვილების ტანატოსის (სიკვდილი) და ჰიპნოსის (ძილი) გვერდით. აქ, ნიქტა და  ჰემერა (დღე) ხვდებიან ერთმანეთს ერთმანეთის ჩანაცვლებით და დედამიწას უვლიან გარსს.

ბერძენი გეოგრაფი პაუსანიასი ნიქტას შთამომავლებს უწოდებდა „ნემეზისს“.

ნიქტას საპატივსაცემოთ მისი სახელს ატარებს ორი ციური სხეული. ერთ-ერთი მათგანი ასტეროიდია (№3908) და მეორე პლუტონის ერთ-ერთი თანამგზავრი სამიდან, რომელიც აღმოაჩინეს 2005 წელს,ხოლო სახელი „ნიქტა“ მიანიჭეს 2006 წლის 26 ივნისს.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | 4 Comments

ეროსი

   ეროსი (ბერძნ. Έρως),ბერძნული მითოლოგიის ერთ–ერთი უძველესი ღვთაებაა. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებადაც. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.

ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამორს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido – გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

გეა

 

   გეა (ბერძ. Γαία) განასახიერებს დედამიწას ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესიოდეს თეოგონიის მიხედვით გეამ გააჩინა ცა, მთები და ზღვა. გეამ ურანოსთან (ცა) შვა ტიტანები, ციკლოპები და ასხელიანები. გეამ პონტოსთან (ზღვა) შვა: ნერეი (მშვიდი ზღვა), ტაუმასი (ზღვის საოცრება), ფორკისი (ღელვა), კეტო (ზღვის ურჩხული) და ევრიბია (ზღვის ძალა).

ურანოსმა გადამალა ტარტაროსში (გეას ნაწლავები ) ასხელიანები და ციკლოპები რათა მათ დედამიწაზე სიბოროტე არ ჩაედინათ. ეს გეას ძალიან ეწყინა და შექმნა ალმასივით მყარი და ბასრი ნამგალი და მოუხმო კრონოსს და მის ძმა ტიტანებს რათა დამორჩილებოდნენ მას. მხოლოდ კრონოსმა უმცროსმა ტიტანმა ისურვა ეს. მან გამოართვა ნამგალი და როდესაც კრონოსი გეას შერწყმისთვის მიუახლოვდა დაასაჭურისა იგი.  სისხლისგან გეამ წარმოშვა შემდეგი ღმერთების თაობა, რომლებიც იყვნენ ერინიები (შურისძიების ქალღმერთები) , ჯავშნოსანი გიდანტები და იფნის/კოპიტის ხის ნიმფები სახელად მელიაე ( ითვლებოდნენ ზევსის მომლელებად). ზღვაში ურანოსის ტესტიკულისგან წარმოიშვა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე. როგორც კრონოსმა დაამარცხა ურანოსი, ისე კრონოსი უნდა დაემარცხებინა კრონოსისა და რეას შვილს ზევსს. ამასობაში ტიტანებმა გაანთავისუფლეს ციკლოპები და კრონოსი გახდა მეფე „ოქროს ხანაში“.

გეამ ასევე ერისპევსს მიანიჭა უკვდავება.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

ქაოსთან ბრძოლა (Chaoskampf)

Image “ქაოსთან ბრძოლა“ არის პროტოინდოევროპული მითი სამყაროს შექმნაზე. მითის თანახმად ქარიშხლის ღმერთი ებრძვის ზღვის გველეშაპს, რაც განასახიერებს წესრიგის ქაოსის ბნელ ძალებთან შერკინებას. ამ მითმა არსებობა გააგრძელა ძველი ახლო აღმოსავლეთის მითებში და შექმნა მითები, როგორიცაა; ზევსის და ტიფონის შერკინება, წმინდა გიორგის და გველეშაპის შერკინება, იეჰოვას და ლევიაფანის შერკინება,  ატუმის და ნეჰებკაუს შერკინება, მარდუკის და ტიამათის შერკინება და სხვა.

Categories: სხვა | დატოვე კომენტარი

ქაოსი

   ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ :

გეა (მიწა)

ეროსი (სურვილი)

ნიკტი (ღამე)

ერებოსი (წყვდიადი)

ტარტაროსი (უფსკრული)

 

 

ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის(მარადისობის) შვილია.

ბერძნებს ქაოსი წარმოდგენილი ქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა.

ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას.

ერებოსმა და ნიქტმა შვეს ეთერი (სინათლე) და ჰემერა (დღე)

ნიქტმა შვა :

მოროსი (ხვედრი)

აპატე (ტყუილი)

მორი (ბედი)

ონირა (ოცნება)

კერი (ნგრევა)

ტანატოსი (სიკვდილი)

ოიზუსი (ტკივილი)

ჰიპნოსი (ძილი)

ჰესპერიდე (აისი და დაისი)

კერები (სიკვდილის ღვთაებები)

ნემესისი (წყევლა და შურისძიება)

ფილოტესი (სიყვარული)

ერისი (ბრძოლა)

გერაი (სიბერე)

მომოსი (განკიცხვა)

გეამ გააჩინა ცა, მთები და ზღვა.

გეამ ურანოსთან (ცა) შვა ტიტანები ციკლოპები და ასხელიანები.

გეამ პონტოსთან (ზღვა) შვა:

ნერეი (მშვიდი ზღვა)

ტაუმასი (ზღვის საოცრება)

ფორკისი (ღელვა)

კეტო (ზღვის ურჩხული)

ევრიბია (ზღვის ძალა)

 

 

Categories: სხვა | 2 Comments

რა არის მითი?

   ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მეცნიერებას   ყველასათვის მისაღები პასუხი ჯერ არ მოუნახავს. მკვლევართა უმეტესობა ყველაზე მისაღებად ამგვარ დეფინიციას მიიჩნევს: ”მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი” მასში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. ტრადიციული ამბავი გულისხმობს იმას, რომ მითს არ ყავს კონკრეტული ავტორი. მას თავისი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად აღიქვამს ის საზოგადოება, რომლისთვისაც მას განსაკუთრებული   ”მნიშვნელობა” აქვს.

   მითოლოგია არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.
   მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.

შესაბამისად ,აქ მოქმედებს ურთიერთ მიმართების ის პრინციპი,რომელიც მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში გვაქვს: 1) გადამცემი (ანუ ნაწარმოების შემქმნელი ) 2) აუდიტორია (ანუ მისი მკითხველი ან მსმენელი) ე.ი. მითჳ ასებითად გადამცემს და მსმენელს აერთიანებს. (მაგრამ, როგორც ცნობილია ბერძნულმა მითოლოგიამ ჩვენამდე მოაღწია კონკრეტული ნაწარმოებების საშუალებით.
რადგან დავადგინეთ, რომ მითი ტრადიციული ამბავია, იბადება კითხვა: რა განსხვავებაა მითსა და ტრადიციული ამბის მეორე ტიპს ზღაპარს შორის? მათ ბევრი რამ აერთიანებთ, უპირველეს ყოვლისა როგორც მითი ასევე ზღაპარი ბუნებრივია. არ იგულისხმება ლიტერატურული, კონკრეტული ავტორის მიერ შექმნილი ზღაპრები განეკუთვნებიან ამბავთა, იმ ჯგუფს, რომელშიც გადამცემი და მიმღები გაერთიანებულია. შესაბამისად არც მითი, არც ზღაპარი საზოგადოებაში არაა დაკავშირებული კონკრეტულ ავტორებთნ, მაგრამ ამასთანანვე ბევრი ნიშანი განასხვავებს ერთმანეთისგან.
მსოფლიოს ხუთსავე დასახელებულ კონტინენტზე მრავალ ხალხს ჰქონდა და აქვს თავისი მითი, იმის და მიხედვით თუ განვითარების რა დონეზე იმყოფება ესა თუ ის ხალხი, მათი მითები თავიანთი ხასიათითა და მოცულობით განსხვავდება ერთმანეთისგან. და მაინც მათ ისეთი საერთო ნიშანი აქვთ, რომელიც საშუალებებს იძლევა ისინი გავაერთიანოთ ადამიანური შემოქმედების ერთ მნიშვნელოვან, მითოლოგიად წოდებულ სფეროში.

მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში. ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც.განვიხილოთ ბერძნული მითოლოგია:
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც.
მითოლოგია თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.

Categories: შესავალი | დატოვე კომენტარი

Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.
Categories: სხვა | %(count)s კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.