კრონოსი

   კრონოსი (Kronos, რომ. Saturnus ბერძნ. Κρόνος ) – პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი იყო.  დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და – რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი,კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო. ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია გამართა.  დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია.  ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ. მის საპატივსაცემოდ ატიკური (ძველი ბერძნული) კალენდრის პიველი თვის მეთორმეტე დღეს (12 ივლისი) აღინიშნებოდა დღესასწაული „კრონია“, რომელიც მოსავლის აღებას უკავშირდებოდა.

333თავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო“ ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც, გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარადმწიფობდა ხეხილი, მარადმწიფობდა ყანა“. ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო ბუნების განახლებისთვის თავლი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ, ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს ზვარაკს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ.

333ხელოვნებაში მოხუც კაცად ხატავდნენ, ხელში ქნარი ეჭირა. ბევრი ავტორი კრონოსს ურევს დრო-ჟამის ღმერთთან – ხრონოსთას, ქრონოსთან, მაგრამ, მათ მხოლოდ სახელთა მსგავსება და სიძველე აქვთ საერთო. ქრონოსი – დროის ღმერთია, კრონოსი – ტიტანი, დღეს კი ბერიკაცია, მართუსალას სინონიმად ქცეულა.კრონოსის საკულტო როლი საერთოდ ნაკლებია, მაგრამ, სკიპტროსანი მეუფე ხშირად უხატავთ, მორჭმით ტახტზე მჯდომი. შუა საუკუნეებში მისი როლი ამაღლდა როგორც სატურნისა, რომლის სახელიც პლანეტას ეწოდა.სატურნი განაგებს ბნელ და ცივ პლანეტებს.

333კრონოსი – ირონ. გამოჩერჩეტებული, გამოფიტული, ხავსმოდებული მეფე – ტირანი, მბრძანებელი, რომელიც პატივმოყვარეობის სენით დაბრმავებულა და ძალაუფლებას არ თმობს, თუმცა, მისი ჟამი წასულა და ქვეყნიერებას ამძიმებს.

333სატურნის შვიელბი- მდაბიონი, მათხოვარნი, პყრობილნი, ძუნწნი; მიწის მუშები, ასტრონომები, გეომეტრები; სატურნის ტემპერამენტი – მძიმე, მელანქოლიური ხასიათი (ასევე ხელოვნებაში); სატურნის პლანეტა უბედურების სიმბოლოა. ხატავენ კალენდრებში, პლანეტების სურათებში, ატლასებში. ხან გლეხები აუმხედრებია პაპის წინააღმდეგ, ხან მეფეა, ტახტზე ზის მელანქოლიური იერით. ხან ზევსი ამხობს, ხანაც ფრთები და საათების საზომი მინა უჭირავს, რაც მოწმობს, რომ დროის ღმერთთან: ქრონოსთან აურევიათ.

333ხელოვნებაში ხშირდება კრონოსის ასახვა ქრონოსის სახით, მათ მხოლოდ ატრიბუტებით არჩევენ: ქრონოსს – ფრთებით, კრონოსს- ბავშვით. XIX საუკუნეში გრძელდება ძველი კრონოსის ხატვა: გოია – „სატურნი“. მადრიდი შვინდი, 1827 წელი.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: