რეა (ბერძნ.Ῥέα) ღმერთების დედა ქალღმერთი ურანოსის და გეას ქალიშვილი, კრონოსის ცოლი და კრონიდების დედაა. იგი ითვლება „ოლიმპიელი ღმერთების დედად“ რეას უძველეს საკულტო ადგიდად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი. მოგვიანებით იგი მჭიდროდ ასოცირდებოდა გეასთან და კიბელესთან.
333კრონოსმა როდესაც წინასწარმეტყველება შეიტყო რომ მისი შვილი მას მეფობას წაართმევდა თავისი შვილების გადაყლაპვა დაიწყო. რეას და კრონოსს ექვსი ბავშვი გაუჩნდათ: ჰესტია, ჰადესი, დემეტრა, პოსეიდონი, ჰერა და ზევსი ამ თანმიმდევრობით. მხოლოდ უმცროსი შვილის ზევსის გადარჩენა მოასწრო რეამ, ურანოსის და გეას რჩევით კუნძულ კრეტაზე ლიქტოსსთან გააჩინა და მთა დიქტეზე (იდა) გადამალა. რეას ზევსის გაჩენისას თან ახლდნენ კურეტები, რომლებმაც ხმალის ფარზე დარტყმით დაიწყეს ბავშვის ტირილის დაფარვა კრონოსს რომ არ გაეგონა. ბავშვის მაგივრად კი კრონოსს რეამ ნაჭერში გახვეული ლოდი მისცა გადასაყლაპავად. რეამ ასევე ფრიგიაში განკურნა დიონისე და სამღვდლო სამოსი სტოლა გადასცა. იგი ითვლება ტიტანების დედოფალ ტიტანიდად.