თემატური ფილმები

აგორა

2009 წ.

   ალექსანდრია ეგვიპტე. ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის დასაწყისი. მშვენიერი ჰეპატიას ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი. ეს იყო მსოფლიოში პირველი მეცნიერი-ქალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. მის აზრს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ხოლო ლექციებს ათასები ესწრებოდნენ, მან კოპერნიკსა და გალილეოს დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის სიმშვენიერე გულებს ამსხვრევდა.

,

,

,

,

ალექსანდრე

2007წ.

   ყოველი ადამიანისათვის ის ნიშნავდა რაღაც თავისას. ერთნი ხედავდნენ მასში უდიდეს მეფესა და მეომარს, ამბიციებით, ვაჟკაცობითა და ახალგაზრდისათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით სავსეს, რომელიც წარუძღვა თავის არმიას რიცხოვნობით მრავალჯერ აღმატებული სპარსეთის არმიის წინააღმდეგ. მეორენი კი ხედავდნენ მასში შვილს, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა თავისი მკაცრი მამის მოწონება და წაეშალა დედის მემკვიდრეობის ნაკვალევი. მტერთათვის ის რისხვაა, მთავარსარდალი, რომელსაც არ წაუგია არც ერთი ბრძოლა. თავისი თანამოაზრეთათვის კი ის იყო მომავლის წინასწარ მჭვრეტელი, რომლის ოცნებებმა და სურვილებმა ასწლეულებს გაუძლეს, დატოვა წარუშლელი ანაბეჭდი დედამიწაზე დ ა რომლის სახელიც ექოდ ისმის მარადიულობაში. მას ალექსანდრე მაკედონელს ეძახდნენ!

,

,

300 სპარტელი

2007წ.

   უკვე არა ერთი წელია რაც მიწა სისხლით ირწყვება ბერძენთა და სპარტელთა შორის ომებში. ფილმი მოგვითხრობს სპარტელთა მეფე ლეონიდასის და მისი 300 მეომრის შესახებ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, მრავალათასიან არმიას აღუდგნენ წინ.

,

,

,

,

,

,

,

ტროა

2004 წ.

   ტროას უფლისწულის, პარისის მიერ მოტაცებულ სპარტას დედოფალს, მშვენიერ ელენას ბერძენთა გაერთიანებული ჯარი დაედევნა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1193 წელს დაიწყო ორი სამყაროს ბრძოლა ღირსების დასაცავად და ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომელიც ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

,

,

,

,

,

,

პერსი ჯექსონი

და ჭექა-ქუხილის გამტაცებელი

2010 წ.

   მთავარი პერსონაჟი – ბიჭია, რომელიც იგებს, რომ მისი მოდგმა სათავეს ბერძნული ღმერთისგან იღებს. ის საშიშ მოგზაურობაში მიდის, რათა ღმერთები შეარიგოს. მთელი მოგზაურობის მანძილზე სხვადასხვა მითოლოგიური არსებები მის შეჩერებას ცდილობენ.

,

,

,

,

,

,

,

ტიტანთა ბრძოლა

2010 წ.

   პერსიუსი ღმერთის შვილია, რომელიც ადამიანმა გაზარდა. მან ვერ შეძლო თავისი ოჯახის დაცვა მიწისქვეშეთის მბრძანებლის შურისძიებისაგან. ახლა მას აღარაფერი აქვს დასაკარგი და სათავეში უდგება აიდის დასამარცხებელ მისიას. პერსიუსმა მიწისქვეშეთის მბრძანებელი უნდა დაამარცხოს, მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი, ზევსს არ ჩამოართმევს ძალაუფლებას და დემონებს არ გაათავისუფლებს.

,

,

,

,

,

ოდისევსი

1997 წ.

   ფილმი ოდისევსის თავგადასავალზე.

,

,

,

,

,

,

,

,

გლადიატორი

2000 წ.

   ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.

,

,

,

,

,

ელენე ტროიანი

2003 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

სპარტაკი

2004 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

უკანასკნელი ლეგიონი

2007 წ.

476 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. რომის იმპერია აგონიაშია… ცეზართა დინასტია შერყეულია… 12 წლის ახლადგაიმპერატორებულ რომულუს ავგუსტუსს კუნძულ კაპრიზე ატყვევებენ, მაგრამ თავისი მასწავლებლისა და ლეგიონერის ავგუსტუსის დახმარებით, ის გაქცევას ახერხებს. მისი მიზანი რომის იმპერიის გადარჩენა, ძველი დიდების დაბრუნება და დინასტიის გადარჩენაა.

,

,

,

,

,

ცენტურიონი

2010 წ.

ფილმის მოქმედება 117 წელს ვითარდება. მთავარი გმირი – კვინტუს დიასი – ერთადერთი ადამიანია, რომელიც პიკტების მიერ რომის სასაზღვრო ციხეზე მიტანილი იერიშის შემდეგ გადარჩა. ახლა ლეგენდარულ მეცხრე ლეგიონთან ერთად, ის ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება, რათა გაანადგუროს პიქტები და მათი მეთაური გორლაკონი…

,

,

,

,

,

,

Categories: ფილმები | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “თემატური ფილმები

  1. Hellien ♥

    Aleqsandre ❤

  2. ”ალექსანდრეს” ანოტაცია კარგად იყო დაწერილი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.