მნემოზინა (ბერძნ.Μνημμοσύνη) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი მეხსიერების ქალღმერთი ტიტანიდა (მისგან წარმოდგება სიტყვა მნემონიკა), რომელსაც ხელოვნებისა და მეცნიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად , საიდანაც ყველა სხვა უნარი განვითარდა. ითვლებოდა , რომ მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში არც ხელოვნება და არც მეცნიერება არ იარსებებდა.
33ზევსი მნემოზინას მეცხვარის სახით გამოეცხადა და აცდუნა. მასთან ცხრა დღე ჰქონდა სასიყვარულო კავშირი და შედეგად ეყოლათ ცხრა ქალიშვილი, რომლებიც მნემოზინამ პიერიაში გააჩინა. მითის თანახმად ტროფონიის გამოქვაბულის მახლობლად ჩამოედინება ორი მდინარე ლეთე (დავიწყება) და მნემოზინა (შეცნობა). სიმბოლურად როდესაც პოეტს მუზა მოსდის იგი მნემოზინას მდინარიდან სვავს წყალს.
მნემოზინას შვილი
ცხრა მუზა
კალიოპე (ეპიკური პოეზია)
კლიო (ისტორია)
ერატო (სასიყვარულო პოეზია)
ევტერპე (მუსიკა)
მელპომენე (ტრაგედია)
პოლიჰიმნია (ჰიმნები-საგალობლები)
ტერფსიკორე (ცეკვები)
თალეია (კომედია)
ურანია (ასტრონომია)