ჰელიოსი

    ჰელიოსი (ბერძნ.Ἥλιος)  ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა და ფაეტონისა და ჰელიადების მამაა. მისი შვილები არიან ასევე: მეფე აიეტი, ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაე (ოკენიდ პერსეიდასაგან).

33ტიტანთა მემკვიდრეს თვითონაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას დაახლოებით პრომეთეს და ჰეკათეს სიმაღლეზე. მაგრამ უფრო აღიარებულია როგორც ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად „მაღლამცხოვრებად“ წოდებული. ეოსის შემდეგ დგება შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან , ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიაც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვას და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რათა დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასიხარულოდ. ჰომეროსი არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს (მოგვიანებით მათ უწოდეს: პიროსი, აეოსი, ეფონი და პლეგონი), არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს, -კეტეს, ”ყოვლის მხილველი” ჰომ, ესქ, ანთ) ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა და პირობის დადებისას, როცა კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრეს შეატყობინეს, ქვესკნელშიაო. ჰელიოსმა ჰეფესტოს ენა მიუტანა, რომ აფროდიტე არესსთან იზიარებდა სარეცელს, რის გამოც აფროდიტე გადამტერებული იყო ჰელიოსზე და მის შთამომავლობაზე.

33ასულის დაკარგვით შეძრწუნებული კეთილშობილი დემეტრე ჩირაღდნოსანი ჰეკატეს დახმარებით პოულობს ჰელიოსს: ”გთხოვ, ჰელიოსო, ყურად იღე ქალღმერთის თხოვნა, რადგან ოდესღაც გახარებდი სიტყვით და საქმით! შუქმოციმციმე ეთერიდან მესმა კივილი შესაბრალისი ასულისა, ჩემი ნუგეშის, თითქოს შეიპყრეს ტლანქი ძალით. მე რას ვნახავდი, შენ კი ნათელი ეთერიდან დასცქერი შენი სხივთამთოველი თვალთა მზერით ზღვასა და ხმელეთს. მითხარი სიმართლე: ხომ არ ნახე ასული ჩემი ვინ გაიტაცა ძალადობით…”. ჰელიოსი მხურვალე თანაგრძნობით უხსნის, ზევსმა დაუთმო შენი ასული თავის ძმას, ჰადესსო”. (ჰომ. ჰიმ. დემეტრეს, 64-72).

33კუნძულ ტრინაციაზე (თრინაკია) ჰელიოსს დაუდის შვიდი რქოსანი საქონლის ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა, თითოეულ ჯოგში 50 სული პირუტყვია, არც მეტი, არც ნაკლები (ოდ. 12, 17). ესეც გააზრებული სიმბოლიკაა: ძვ. კალენდრის წელი 50 კვირას შეიცავდა, კვირა შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. მისი სახელობის ჯოგებშიც საერთოდ თეთრი ან მოწითალო საქონელი ჰყავდათ. თრინაკიაზე მათ მწყემსავდნენ ჰელიოსის და ნეაირას ქალიშვილები — ფაეთუზა (ფაოსი) და ლამპეტია (ლამპო). ამის გარდა, ოკეანიდ კლიმენესგან ჰყავდა მშვენიერი ვაჟი ფაეთონი, რომელმაც მამა იპოვა, ერთი დღით მზის ეტლი სთხოვა, რაშებს სუსტი ხელით ვერ მოერია და ზევსმა მეხით განგმირა, რათა სამყარო არ გადაეწვა; პერსესთან (პერსეიდასთან) კი ჰელიოსს ჰყავდა აიეტი, კირკე და პასიფაე. შვილის — ფაეთონის სახელი თვით ჰელიოსის ზედწოდებაა („სხივოსანი“, ოდ. 5, 479).

33ჰომეროსის თანახმად ჰელიოსს ყავდა შვიდი ძროხის და შვიდი ცხვრის ჯოგი, რომელთაც ნიმფები ფაეტისა და ლამპტია მწყემსავდნენ. ჰელიოსი ყოველდღე უყურებდა ციდან  თავის საყვარელ ცხოველებს. ერთხელაც როდესაც ოდისევსი კუნძულ ტრინაციაზე გადავიდა ეკიპაჟთან ერთად რამდენიმე ხარი დახოცა შესაჭმელად. გაბრაზებულმა ჰელიოსმა ზევსს თხოვა ისინი დაესაჯა და ზევსმაც მათ გემს მეხი სტყორცნა და ჩაძირა ეკიპაჟიდან მარტო ოდისევსმა მოახერხა გადარჩენა.

33ჰელიოსის კულტი უმეტესად გავრცელებული იყო: კორინფოზხე, არგოსზე, ელიდაზე და როდოსზე; სადაც მისი კოლოსალური ქანდაკება „როდოსის კოლოსი“ იდგა. ქრისტიანობის რომის სახელმწიფო რელიგიად ქცევის დასაწყისში იმპერატორ იულიანეს სურდა ჰელიოსის კულტის დამკვიდრება, რაც ვერ მოახერხა რადგან სპარსეთთან ომის შემდეგ უკან დახევისას გარდაიცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს საბერძნეთის ქალაქებში ჰელიოსის და ზევსისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა. ჰელიოსს მიეძღვნა XXXI ჰომეროსის და VIII ორფიკული ჰიმნი.

ჰელიოსის  შვილები

ეგლასთან:

ქარიტები

აგლეა

ევფროსინია

ტალია

კლიმენესთან:

ჰელიადები

ეთერია

ჰელია

მეროპა

ფება

დიოქსიპე

ფაეტონი

ასტრისი

როდასთან:

ჰელიადები

ტენაგესი

მაკარეუსი

აქტისი

ტრიოპასი

კანდალუსი

ოქიმუსი

ცერცაპუსი

აუგესი

ტრინაქსი

ელექტრიონა

პერსესთან:

ეგა

აიეტი

კირკე

პასიფაია

პერსესი

ოკიროასთან:

ფაზისი

ლეუკოტესთან:

ტერსანონი

ნაუსიდამესთან:

ავგეა

გეასთან:

ბიზალტები

სელენასთან:

ორები

სხვებთან:

ეგიალე

აიტონი

აიქსი

ალოეუსი

ქამირუსი

მაუსოლუსი

ფორბასი

Categories: ასტრონომია, პირველი ღმერთები | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: