ასტრონომია

ჰელიოსი

    ჰელიოსი (ბერძნ.Ἥλιος)  ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა და ფაეტონისა და ჰელიადების მამაა. მისი შვილები არიან ასევე: მეფე აიეტი, ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაე (ოკენიდ პერსეიდასაგან).

33ტიტანთა მემკვიდრეს თვითონაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას დაახლოებით პრომეთეს და ჰეკათეს სიმაღლეზე. მაგრამ უფრო აღიარებულია როგორც ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად „მაღლამცხოვრებად“ წოდებული. ეოსის შემდეგ დგება შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან , ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიაც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვას და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რათა დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასიხარულოდ. ჰომეროსი არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს (მოგვიანებით მათ უწოდეს: პიროსი, აეოსი, ეფონი და პლეგონი), არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს, -კეტეს, ”ყოვლის მხილველი” ჰომ, ესქ, ანთ) ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა და პირობის დადებისას, როცა კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრეს შეატყობინეს, ქვესკნელშიაო. ჰელიოსმა ჰეფესტოს ენა მიუტანა, რომ აფროდიტე არესსთან იზიარებდა სარეცელს, რის გამოც აფროდიტე გადამტერებული იყო ჰელიოსზე და მის შთამომავლობაზე.

33ასულის დაკარგვით შეძრწუნებული კეთილშობილი დემეტრე ჩირაღდნოსანი ჰეკატეს დახმარებით პოულობს ჰელიოსს: ”გთხოვ, ჰელიოსო, ყურად იღე ქალღმერთის თხოვნა, რადგან ოდესღაც გახარებდი სიტყვით და საქმით! შუქმოციმციმე ეთერიდან მესმა კივილი შესაბრალისი ასულისა, ჩემი ნუგეშის, თითქოს შეიპყრეს ტლანქი ძალით. მე რას ვნახავდი, შენ კი ნათელი ეთერიდან დასცქერი შენი სხივთამთოველი თვალთა მზერით ზღვასა და ხმელეთს. მითხარი სიმართლე: ხომ არ ნახე ასული ჩემი ვინ გაიტაცა ძალადობით…”. ჰელიოსი მხურვალე თანაგრძნობით უხსნის, ზევსმა დაუთმო შენი ასული თავის ძმას, ჰადესსო”. (ჰომ. ჰიმ. დემეტრეს, 64-72).

33კუნძულ ტრინაციაზე (თრინაკია) ჰელიოსს დაუდის შვიდი რქოსანი საქონლის ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა, თითოეულ ჯოგში 50 სული პირუტყვია, არც მეტი, არც ნაკლები (ოდ. 12, 17). ესეც გააზრებული სიმბოლიკაა: ძვ. კალენდრის წელი 50 კვირას შეიცავდა, კვირა შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. მისი სახელობის ჯოგებშიც საერთოდ თეთრი ან მოწითალო საქონელი ჰყავდათ. თრინაკიაზე მათ მწყემსავდნენ ჰელიოსის და ნეაირას ქალიშვილები — ფაეთუზა (ფაოსი) და ლამპეტია (ლამპო). ამის გარდა, ოკეანიდ კლიმენესგან ჰყავდა მშვენიერი ვაჟი ფაეთონი, რომელმაც მამა იპოვა, ერთი დღით მზის ეტლი სთხოვა, რაშებს სუსტი ხელით ვერ მოერია და ზევსმა მეხით განგმირა, რათა სამყარო არ გადაეწვა; პერსესთან (პერსეიდასთან) კი ჰელიოსს ჰყავდა აიეტი, კირკე და პასიფაე. შვილის — ფაეთონის სახელი თვით ჰელიოსის ზედწოდებაა („სხივოსანი“, ოდ. 5, 479).

33ჰომეროსის თანახმად ჰელიოსს ყავდა შვიდი ძროხის და შვიდი ცხვრის ჯოგი, რომელთაც ნიმფები ფაეტისა და ლამპტია მწყემსავდნენ. ჰელიოსი ყოველდღე უყურებდა ციდან  თავის საყვარელ ცხოველებს. ერთხელაც როდესაც ოდისევსი კუნძულ ტრინაციაზე გადავიდა ეკიპაჟთან ერთად რამდენიმე ხარი დახოცა შესაჭმელად. გაბრაზებულმა ჰელიოსმა ზევსს თხოვა ისინი დაესაჯა და ზევსმაც მათ გემს მეხი სტყორცნა და ჩაძირა ეკიპაჟიდან მარტო ოდისევსმა მოახერხა გადარჩენა.

33ჰელიოსის კულტი უმეტესად გავრცელებული იყო: კორინფოზხე, არგოსზე, ელიდაზე და როდოსზე; სადაც მისი კოლოსალური ქანდაკება „როდოსის კოლოსი“ იდგა. ქრისტიანობის რომის სახელმწიფო რელიგიად ქცევის დასაწყისში იმპერატორ იულიანეს სურდა ჰელიოსის კულტის დამკვიდრება, რაც ვერ მოახერხა რადგან სპარსეთთან ომის შემდეგ უკან დახევისას გარდაიცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს საბერძნეთის ქალაქებში ჰელიოსის და ზევსისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა. ჰელიოსს მიეძღვნა XXXI ჰომეროსის და VIII ორფიკული ჰიმნი.

ჰელიოსის  შვილები

ეგლასთან:

ქარიტები

აგლეა

ევფროსინია

ტალია

კლიმენესთან:

ჰელიადები

ეთერია

ჰელია

მეროპა

ფება

დიოქსიპე

ფაეტონი

ასტრისი

როდასთან:

ჰელიადები

ტენაგესი

მაკარეუსი

აქტისი

ტრიოპასი

კანდალუსი

ოქიმუსი

ცერცაპუსი

აუგესი

ტრინაქსი

ელექტრიონა

პერსესთან:

ეგა

აიეტი

კირკე

პასიფაია

პერსესი

ოკიროასთან:

ფაზისი

ლეუკოტესთან:

ტერსანონი

ნაუსიდამესთან:

ავგეა

გეასთან:

ბიზალტები

სელენასთან:

ორები

სხვებთან:

ეგიალე

აიტონი

აიქსი

ალოეუსი

ქამირუსი

მაუსოლუსი

ფორბასი

Categories: ასტრონომია, პირველი ღმერთები | დატოვე კომენტარი

სელენა

   სელენა (ბერძნ. Σελήνη) ბერძნულ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთია, ხოლო რომაულში მას ლუნას სახელით მოიხსენიებდნენ. იგი ჰიპერიონის და თეიას შვილია. არკადიელების მონათხრობებში სელენა მთვარემდე გაჩენილ ქალღმერთად გვევლინება. მას ზეცაში თავად ზევსი უყვარდა და მისგან გაუჩნდა ქალღმერთი პანდია (სიკაშკაშე), რომელსაც ათენში სცემდნენ თაყვანს. არკადიის მთებში სელენა პანის საყვარლად მიიჩნევოდა. მითის თანახმად პანი ცხვრად გადაიქცა,  მთვარის ქალღმერთი მოიტაცა და ტყეში წაიყვანა. სელენას ერთ-ერთი მიწიერი საყვარელი იყო ელიდას მეფე ენდიმიონი. ნადირობისგან დაღლილმა მეფემ თავი გამოქვაბულ ლატმას შეაფარა და ამ დროს სელენამ ზევსს მისი უკვდავება, მარადიული ახალგაზრდობა და მარადიული ძილი შესთხოვა. სურვილი აუხდა და იგი თავის საყვარელ ადამიანს ყოველ ღამე აკითხავდა და მისი ცქერით ტკბებოდა. სელენას ენდიმიონისგან 50 შვილი (50 მთვარის თვის ოლიმპიური ციკლი) მენაები ეყოლა: ნემეა (სავსე მთვარე), მესომენა (ზრდადი მთვარე), პანდეა (კლებადი მთვარე), მენისკი (ნახევარმთვარე) და მენა (სავსე მთვარე). სელენას მიეძღვნა XXXII ჰომეროსის და IX ორფიკული ჰიმნი.

Categories: ასტრონომია, პირველი ღმერთები | 4 Comments

თეტისი

   თეტისი (ლათ. Tethys ბერძნ.Τηθύς) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი, ოკეანოსის ცოლი და სამიათასი ოკეანიდის და ოკეანიდას დედა ტიტანიდაა. თეტისის შვილებიდან გამოირჩევიან:ლადონი (არკადიის მდინარის ღმერთი), აქელოუსი და ინაქუსი და სხვა. თეტისი ოკეანოსსთან ერთად მსოფლიოს განაპირას ცხოვრობდა. იგი ბერძნებს ისეთი ცნობილი მდინარეების ღმერთად მიაჩნდათ, რომლებიცაა: ნილოსი, მენდერესი, ალფეოსი, თალასა (ზღვა) და სხვები.

333თეტისთან რეამ გააგზავნა ჰერა ზევსთან შესარიგებლად ტიტანომაქიის დროს. ამით იგი ჰერას დედობილი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი თაობის ღმერთი გახდა. ჰერას არ მოსწონდა კალიფსოს (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) და არკასის (პატარა დათვის თანავარსკვლავედი) მდებარეობა ცაზე და თეტისს სთხოვა დახმარება. თეტისმაც ისინი ისე განალაგა, რომ დედამიწის ტრიალისას არასოდეს ეფარებოდნენ ჰორიზონტს. ეს მითი კი დაუკავშირდა „ ჩაუმავალი ვარსკვლავის „ ფენომენს. თეტისს ხშირად ურევენ ზღვის ნიმფა ფეტიდასთან (Thetis), რომელიც პელევსის ცოლი და აქილევსის დედაა.

თეტისის შვილები

აქელოუსი

აქერონი

ალპეუსი

ამალთეა

ამფიტრიტე

ასია

ასოპუსი

კალიროა

კალიპსო

კატილუსი

ქერბენი

კეფისუსი

კირკე

კლიტუნო

კლიმენა

კლიტია

კრიმისოსი

დიონა

დორისი

ელექტრა

ენიპეოსი

ევრინომა

ინაქოსი

ლიზითეა

მელია

მელიბოა

მეროპა

მეტისი

ნილუსი

პენეოსი

პერსე

პლეიონა

როდა

სკამანდრი

სტიქსი

ტელესტო

ტიბერინუსი

ტიბერტუსი

ტიქე

ვოლტურნი

და სხვა ოკეანიდები.

Categories: ასტრონომია, ტიტანები | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.