პერსონიფიცირებული მცნებები

ასკლეპიოსი

  ასკლეპიოსი (ბერძნ. Ἀσκληπιός) — მკურნალობის ღვთაებაა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. იგი აპოლონის ვაჟია. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძვ.წ. V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავრისი. ძვ.წ. III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები ასკლეპიონები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. იგი თავიდან მოკვდავი იყო, მაგრამ მკურნალობის გასაოცარი ნიჭის გამო მიიღო უკვდავება. მისი კვერთხი დღეს მედიცინის სიმბოლოა.

33ასკლეპიოსი აპოლონის და დედოფალი კორონიდას ვაჟია. კორონიდას ასკლეპიოსზე ორსულობისას შეუყვარდა ისქიოსი. ყვავმა როცა ისინი ერთად დაინახა აპოლონთან გაფრინდა და დააბეზღა. განრისხებულმა აპოლონმა კორონიდას მოსაკლავად მისი და არტემისი გააგზავნა. როდესაც კორონიდას სხეული დაწვეს ჰერმესმა გამოიყვანა მუცლად მყოფი ასკლეპიოსი და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარა. მითის თანახმად თეთრ ყვავს კოცონის კვამლი მოხვდა და მას შემდეგ გაუშავდა თეთრი ბუმბული. ქარონმა მედიცინა აპოლონისგან ისწავლა, ასკლეპიოსმა კი მისგან და დროთა განმავლობაში აღმზდელიანად ერთად მთელ კაცობრიობას გადააჭარბა ცოდნით. იგი ჩავიდა კუნძულ კოსზე და ადგილობრივებს მკურნალობა ასწავლა. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ასკლეპიოსს ეპიონასთან ეყოლა სამი ვაჟი: ტელესფორუსი, პოდალირიუსი და მაქაონი და ექვსი ქალიშვილი: ჰიგია (ჯანმრთელობა), პანაკეა (პანაცეა), იასო (განკურნება), აგლეა (ნატიფობა), აკესო (მკურნალობის პროცესი) და მედიტრინა (გაუტკივარება). ასკლეპიოსი იმდენად დიდი მკურნალი გახდა რომ მკვდრების გაცოცხლებაც შეძლო. ათენამ მას გორგონა გადასცა, რომლის სიხლის მეშვეობითაც მკვდრებს აცოცხლებდა. მისი დახმარებით ხალხმა სიკვდილი შეწყვიტა. სივდილის ღმერთმა თანატოსმა მსხვერპლი დაკარგა და ზევსს შესჩივლა მსოფლიო წესრიგის დარღვევაზე. ზევსიც დათანხმდა ასკლეპიოსის დასჯაზე, რადგან თუ ადამიანები მუდმივად იცოცხლებდნენ უკვდავებით ღმერთებს გაუტოლდებოდნენ. ყოვლის განმკურნებელ ღმერთს ზევსმა ელვა ესროლა და მოკლა. განრისხებულმა აპოლონმა ზევსს ცოკლოპები დაუხოცა, რომლებსაც ზევსისთვის ელვის დამზადება ევალებოდათ. ამის საპასუხოდ კი ზევსმა აპოლონს ერთი წლის განმავლობაში თესალიის მეფის ადმეტოსის საქონლის მოვლა დაავალა. სიკვდილის ქალღმერთებმა მოირებმა ასკლეპიოსი მკვდრეთით აღადგინეს.

33ერთხელ კრეტის მეფეს, მინოსს, ვაჟი გაუხდა ავად. მაშინვე ასკლეპიოსთან აფრინეს მაცნე. ასკლეპიოსიც გზას გაუდგა. დინჯად მიუყვებოდა ზეთის ხილის კორომებს და თავის განუყრელ კვერთხს ებჯინებოდა. კვერთხი შემთხვევით გველხოკერას დააბჯინა და სული გააფრთხობინა ქვეწარმავალს. ასკლეპიოსი დაღონდა, ჯერ ერთი, ეწყინა, გველი რომ შემოაკვდა, აქამდე ჭიანჭველასთვის არ დამიდგამს ფეხი და ეს როგორ დამემართაო; მეორეც, ცუდად ენიშნა ეს ამბავი – იფიქრა, მეფის წული ალბათ ვერ გადარჩება და მეფე ნამდვილად სიკვდილით დამსჯისო. უცებ, სად იყო და სად არა, ბილიკზე მეორე გველხოკერა გამოსრიალდა, მიწყვიტ-მოწყვიტა ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა მკვდარ მეგობარს და გააცოცხლა! ასკლეპიოსი, როგორც ექიმს შეშვენის, დაკვირვებული კაცი იყო, მანაც სასწრაფოდ დაკრიფა ის მაცოცხლებელი ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა ავადმყოფ უფლისწულს და ელვის უსწრაფესად გამოაჯანმრთელა.

33ძველ საბერძნეთში საგვარეულოები და ექიმები როგორებიც იყვნენ ჰიპოკრატე და არისტოტელე ასკლეპიოსის შთამომავლებად ითვლებოდნენ. მას მიეძღვნა XVI ჰომეროსის და LXVII ორფიკული ჰიმნი.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

ხრონოსი

   ხრონოსი (ბერძნ. Χρόνος) არის დროის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ორფიკულ თეოგონიაში იგი წარმოადგენს ეთერის, ქაოსისა და ერებოსის წარმომშობს. ხრონოსი ნახსენებია ბერძენი საზოგადო მოღვაწის მესეუსის მიმართ მიძღვნილ ორფიკულ ჰიმნშიც. ფერეკიდეს ხრონოსი ანანკესთან ერთად სამი საწყისის: ცეცხლის, წყლისა და პნევმას (სულის) გამჩენად ესახებოდა. იგი იყო წელიწადის დროების ქალღმერთების ორების მამა. მისი კულტის ნიშნები ანტიკურ სამყაროში არ შეიმჩნევა.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები, პირველი ღმერთები | ტეგები: , , , , | დატოვე კომენტარი

ანანკე

   ანანკე (ბერძნ. Ἀνάγκη) იყო გარდაუვალი ბედისწერის წალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ორფიკულ კოსმოგონიაში იგი გველად გამოისახებოდა და კრონოსთან ერთად მიიჩნეოდა სამყაროს საწყისად. გამოსახულებებში ორივე ერთად გარს შემოხვეოდნენ „პირველად კვერცხს“ , რომელიც მყარ ნივთიერებას განასახიერებდა და ერთად წარმოშვეს მთელი სამყარო. ანანკე ასოცირდებოდა ჰომეროსის მოირებთან და ტეკმორთან ალკმანის კოსმოგონიიდან ( ქრ. შ. VII საუკუნე). ანანკეს ბედისწერის შეცვლა თავად ღმერთებსაც არ სძალულდათ. ძველი ბერძენი პოეტი და გეოგრაფი პაუზანიასი გვაწვდის ცნობებს რომ საბერძნეთის ქალაქ კორინთოში იყო ანანკეს და ბიას (ძალადობის განმასახიერებელი ქალღმერთი) ტაძარი სადაც ორივეს ერთად სცემდნენ თაყვანს. რომაულ მითოლოგიაში ანანკეს ერქვა ნესესიტასი. მისი სახელი უწოდეს იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | 7 Comments

ურანოსი

   ურანოსი (ბერძნ. Οὐρανός) რომაულად კაულუსი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ცის ღმერთია. იგი გეას შვილი და ქმარია. გეამ იგი ეროსის მეშვეობით გააჩინა. ურანოსთან ერთად სამყაროში პირველი მამრობითი ელემენტი შემოვიდა. ორივენი უძველეს ღმერთებს განეკუთვნებიან. თავად ურანოსი კი სამყაროს პირველი გამგებელი იყო. მან გეასთან ერთად შვა: მთები, ზღვები, ტიტანები, ციკლოპები, ნიმფები და ასხელიანები. ურანოსის თავისი შვილებისადმი სიძულვილით გამოირჩევოდა და გეას ძლიერ ტკივილს აყენებდა. დედამისის ტანჯვის შესამსუბუქებლად კრონოსმა მამამის ურანოსს ნამგლით ფალოსი მოჰკვეთა. დაღვრილი სისხლი და სპერმა იმდენად ნაყოფიერი იყო რომ მისგან გაჩნდნენ ერინეები და აფროდიტე. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა ურჩხულთა ახალი თაობის წარმოშობა და ტახტი კრონოსს დარჩა. მას მიეძღვნა IV ორფიკული ჰიმნი და მის საპატივსაცემოდ პლანეტას ეწოდა ურანი.

შვილები

გეასთან

ტიტანები:

ოკეანოსი

თეტისი

კოოსი

ფებე

ჰიპერიონი

თეია

იაფეტი

თემიდა

კრიოსი

მნემოზინა

კრონოსი

რეა

ციკლოპები:

ბრონტესი

სტეროპესი

არგესი

ასხელიანები:

ბრიარეოსი

კოტოსი

გიესი

მარტო

ერინეები:

ალექტო

მეგაირა

ტიზიფონე

გიგანტები:

ალკიონევსი

ათოსი

კლიტიოსი

ენკელადოსი

პორფირიონი

ეჩიონი

თეოდამასი

აფროდიტე

მელიადები

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები, პირველი ღმერთები | 4 Comments

მოირები

   მოირები (ბერძნ. Μοῖραι ), ზევსის და თემიდას შვილები ბედისწერის ქალღმერთები არიან ბერძნულ მითოლოგიაში. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ყველა ადამიანს თავისი მოირა ყავს თუმცა რელიგიის დახვეწის შედეგად მათი რიცხვი სამამდე დავიდა.

კლოტო      – „მარგუნებელი“   რთავს ძაფს

ლაქესისი   – „ბედი“  ძაფის სიგრძეს განსაზღვრავს

ატროპოსი  – „ხვედრი“           ჭრის ძაფს

33თავიდან მიიჩნეოდა რომ მოირები ნიქტას (ღამე) შვილები იყვნენ, მაგრამ შეიძინეს რა უდიდესი დატვირთვა რელიგიაში ზევსის და თემიდას შვილებად აღიარეს. ისინი უდიდეს ძალას ფლობდნენ. მოირა კლოტომ თავად ათენას არგუნა ქალწულობა. მოირები  პირნათლივ ასრულებდნენ თავის საქმეს და ყველა ადამიანს დროულად აგზავნიდნენ საიქიოში. მათი ხელის შეშლა ვერც ზევსმა შეძლო, როდესაც მან მოინდომა ტროის ომის მონაწილე სარპედონის გადარჩენა.

33რომაულ ვარიანტში მოირებს პარკებს ეძახდნენ და თითოეულს ერქვათ: ნონა, დეციმა და მორტა. მათი ტაძარი მდებარეობდა კორინფეში.

მოირებს მიეძღვნათ LIX ორფიკული ჰიმნი.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | ტეგები: , | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.