მინოსი (ბერძნ. Μίνως) კუნძული კრეტას მითიური მეფე და ზევსის და ევროპეს ვაჟი იყო. მითების თანახმად, მინოსი სამართლიანი და ბრძენი მეფე ყოფილა, ზევსის დახმარებით შეუქმნია ძველი კრეტის კანონმდებლობა. დიდი კუნძული კრეტა, რომელიც იფარავდა ღვთაებრივი ხარის და აღმოსავლეთიდან გატაცებული ქალწულის სიყვარულს შემდეგში უნდა ქცეულიყო დასავლეთის გამანაყოფიერებელ პირველ თესლად აღმოსავლეთიდან.
33ლეგენდები ყვებიან რომ ფინიკიის სანაპიროზე ცხოვრობდა თეთრკანიანი არაჩვეულებრივად მშვენიერი პრინცესა რომელსაც ერქვა ევროპა. იგი იყო მეფე აგენორის ასული. ერთ მშვენიერ დღეს ქალიშვილი დაინახა ბერძენთა უზენაესმა ღვთაება ზევსმა და ის აალდა ევროპას სიყვარულით. თეთრ ხარად ქცეული ზევსი მიუახლოვდა ასულს რომელიც სანაპიროზე უზრუნველად თამაშობდა ამხანაგებთან ერთად. ევროპა ენდო ზევსს და მოეწყო ხარის ზურგზე. ხარმა-ზევსმა კი ის კრეტას შორეული კუნძულისკენ გაიტაცა. იქ ზევსი არწივად გადაიქცა. ზევსთან კავშირის შედეგად ევროპას ეყოლა ოთხი შვილი. პირველს მინოსი უწოდეს.
33მინოსი იყო ანააქის მეთერთმეტე თაობის შთამომავალი. მისი ძმები იყვნენ რადამანტი და სარპედონი, ხოლო შვილები: ფერდა, არიადნე, დევკალიონი, გლავკა, კატრეა, ევრიმედონა და სხვები. მან კრეტელებს ზევსის კურთხევით, როდესაც მან მის გამოქვაბულში კვერთხი გადასცა დაუწერა კრეტელებს კანონები.მასშემდეგ მინოსი ყოველ მეცხრე წელს მოილოცავდა ამ გამოქვაბულს.
33მისი მამინაცვალი ასტერიონი ისე მოკვდა რომ შვილი არ გასჩენია. გერმა მინოსმა მოისურვა მეფე გამხდარიყო და დასახმარებლად ღმერთებს მიმართა. როდესაც მინოსმა პოსეიდონს შესთხოვა დახმარება მან მსხვერპლად შესაწირად ზღვიდან თეთრი ხარი გამოუგზავნა. ამით მინოსმა მეფობის უფლება მოიპოვა, თუმცა ამ ხარის სილამაზით იმდენად მოიხიბლა, რომ მისი მსხვერპლად შეწირვა აღარ მოისურვა და სხვა ხარი შესწირა. პოსეიდონმა ურჩობისთვის მეფე მინოსი დასაჯა. მის ხარს სიგიჟე მოუვლინა და მისი ცოლი პასიფაე ხარის მიმართ უჩვეულო ვნებით აღავსო. მათი კავშირის შედეგად კი ქვეყანას მოევლინა ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი, ურჩხული ასტერიონი იგივე „მინოტავრი“.
33მინოსის მეუღლე პასიფიამ, გადაღლილმა ქმრის მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლებით, დაწყევლა იგი. წყევლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უცხო ქალთან ყოველი სექსუალური სიახლოვის დროს, მეფის ”მოღალატე ორგანოდან” გადმოღვრილიყო შხამიანი გველებისა და მორიელების ნაკადი, ამას საბრალო მსხვერპლი სიკვდილამდე მიყავდა. როგორც კი გავრცელდა ხმები მეფის ახალი ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ, მასთან ფიზიკური სიახლოვის მსურველთა რიცხვმა კატასტროფულად იკლო. მაშინ უმოქმედობით სასოწარკვეთილმა უაღრესად ტემპერამენტიანმა მეფემ, მორიგ რჩეულთან სექსის დროს მის საშოში წინასწარ თხის შარდის ბუშტი მოათავსა. ექსპერიმენტმა გაამართლა, ქალი გადარჩა, ეჭვიანმა მეუღლემ ვერაფერი შეიტყო, ხოლო კაცობრიობა კი ახალი აღმოჩენით გამდიდრდა.
33მეფე მინოსი გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ ქამიკში. აქ ის დედალოსს დევნიდა, როდესაც მეფე კოკალოსის შვილებმა მას აბანოში ადუღებული წყალი დაასხეს და მოკლეს. მინოსი დაკრძალეს სიცილიაში და მის საფლავთან აღმართეს აფროდიტეს ტაძარი. მოგვიანებით მისი ძვლები კუნძელ კრეტაზე გადაიტანეს და ძეგლი დაუდგეს. მითების თანახმად მეფე მინოსი დასავლეთში, ხოლო მეფე აიეტი აღმოსავლეთში ამყარებდა წესრიგს. მეფე მინოსის პირველი ცოლი კირკე იყო ჰელიოსის შვილი და აიეტის და.
33მინოსს შეუყვარდა ბრიტორმასისი (დიქტინა), რომელიც ზევსის შვილი და მისი ნახევარდა იყო. იგი ცხრა თვის განმავლობაში დასდევდა. მას კაბა მცენარე მირტას ბუჩქებში გაეხლართა, სიარული შეანელა და რომ არ დაჭერილიყო ზღვაში გადახტა, სადაც თევზის ბადეში მოხვდა და გადარჩენა შესძლო. მოგვიანებით არტემიდამ ბრიტორმასისი ნიმფად აქცია.
33მინოსმა დაარსა ქალაქები: კნოსოსი, ფესტი და კიდონია. სიკვდილის შემდეგ იგი ტარტაროსში მოხვდა და რადამანტთან და ეაკთან ერთად სულების მსაჯული გახდა.