ტიტანები

თემიდა

   თემიდა (Themis ბერძნ. Θέμις, ნათესაობითი ბრუნვა Themidos) — მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსის და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემიდა (თემისი) წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ. თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.

33ზევსისგან მან შვა მოირები ( ქალღმერთები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ძაფს ართავენ, სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

33ჰომეროსი თემიდას „საბერძნეთის ბნელი ხანის“ ქრ.შ 10 – 9 საუკკენის შემდეგ სოციალური წესრიგის დამამყარებლად მიიჩნევს. თემიდა „საღვთო სამართლის“  შემომღებია.სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

თემიდას ეძღვნება LXXIX ორფიკული ჰიმნი.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

მნემოზინა

   მნემოზინა (ბერძნ.Μνημμοσύνη) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი მეხსიერების ქალღმერთი ტიტანიდა (მისგან წარმოდგება სიტყვა მნემონიკა), რომელსაც ხელოვნებისა და მეცნიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად , საიდანაც ყველა სხვა უნარი განვითარდა. ითვლებოდა , რომ მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში არც ხელოვნება და არც მეცნიერება არ იარსებებდა.

33ზევსი მნემოზინას მეცხვარის სახით გამოეცხადა და აცდუნა. მასთან ცხრა დღე ჰქონდა სასიყვარულო კავშირი და შედეგად ეყოლათ ცხრა ქალიშვილი, რომლებიც მნემოზინამ პიერიაში გააჩინა. მითის თანახმად ტროფონიის გამოქვაბულის მახლობლად ჩამოედინება ორი მდინარე ლეთე (დავიწყება) და მნემოზინა (შეცნობა). სიმბოლურად როდესაც პოეტს მუზა მოსდის იგი მნემოზინას მდინარიდან სვავს წყალს.

მნემოზინას შვილი

ცხრა მუზა

კალიოპე (ეპიკური პოეზია)

კლიო (ისტორია)

ერატო (სასიყვარულო პოეზია)

ევტერპე (მუსიკა)

მელპომენე (ტრაგედია)

პოლიჰიმნია (ჰიმნები-საგალობლები)

ტერფსიკორე (ცეკვები)

თალეია (კომედია)

ურანია (ასტრონომია)

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

რეა

       რეა (ბერძნ.Ῥέα)  ღმერთების დედა ქალღმერთი ურანოსის და გეას ქალიშვილი, კრონოსის ცოლი და კრონიდების დედაა. იგი ითვლება „ოლიმპიელი ღმერთების დედად“  რეას უძველეს საკულტო ადგიდად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი. მოგვიანებით იგი მჭიდროდ ასოცირდებოდა გეასთან და კიბელესთან.

333კრონოსმა როდესაც წინასწარმეტყველება შეიტყო რომ მისი შვილი მას მეფობას წაართმევდა თავისი შვილების გადაყლაპვა დაიწყო. რეას და კრონოსს ექვსი ბავშვი გაუჩნდათ: ჰესტია, ჰადესი, დემეტრა, პოსეიდონი, ჰერა და ზევსი ამ თანმიმდევრობით. მხოლოდ უმცროსი შვილის ზევსის გადარჩენა მოასწრო რეამ, ურანოსის და გეას რჩევით კუნძულ კრეტაზე ლიქტოსსთან გააჩინა და მთა დიქტეზე (იდა) გადამალა. რეას ზევსის გაჩენისას თან ახლდნენ კურეტები, რომლებმაც ხმალის ფარზე დარტყმით დაიწყეს ბავშვის ტირილის დაფარვა კრონოსს რომ არ გაეგონა. ბავშვის მაგივრად კი კრონოსს რეამ ნაჭერში გახვეული ლოდი მისცა გადასაყლაპავად. რეამ ასევე ფრიგიაში განკურნა დიონისე და სამღვდლო სამოსი სტოლა გადასცა. იგი ითვლება ტიტანების დედოფალ ტიტანიდად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

ფებე

   ფებე (ბერძნ.Φοίβη) ურანოსის და გეას შვილი და კოოსის ცოლი ტიტანიდაა. მისი შვილებია ლეტო,რომელმაც აპოლონი და არტემისი გააჩინა და ჰეკატეს დედა ასტერია. მისი სახელი ფებე ხანდახან აპოლონის და არტემისის სინონიმადაც გამოიყენებოდა. ძველი ბერძენი დრამატურგი ექსილეს თანახმად დელფოსის ორაკულის კონტროლის უნარი მიიღო თემიდასგან. იგი მიიჩნევა წყვდიადის ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თეია

   თეია (ბერძნ.Θεία) ბერძნულ მითოლოგიაში ურანოსის და გეას უფროსი ქალიშვილი და ჰიპერიონის ცოლი ტიტანიდაა. მისი შვილებია: ჰელიოსი (მზე), ეოსი (გარიჟრაჟი), და სელენა (მთვარე). როდესაც მან მოინდომა ზევსის წინააღმდეგ განდგომა თეია სასტიკად დაისაჯა და ტარტაროსში აღმოჩნდა. იგი მიიჩნევა გასხივოსნების ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თეტისი

   თეტისი (ლათ. Tethys ბერძნ.Τηθύς) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი, ოკეანოსის ცოლი და სამიათასი ოკეანიდის და ოკეანიდას დედა ტიტანიდაა. თეტისის შვილებიდან გამოირჩევიან:ლადონი (არკადიის მდინარის ღმერთი), აქელოუსი და ინაქუსი და სხვა. თეტისი ოკეანოსსთან ერთად მსოფლიოს განაპირას ცხოვრობდა. იგი ბერძნებს ისეთი ცნობილი მდინარეების ღმერთად მიაჩნდათ, რომლებიცაა: ნილოსი, მენდერესი, ალფეოსი, თალასა (ზღვა) და სხვები.

333თეტისთან რეამ გააგზავნა ჰერა ზევსთან შესარიგებლად ტიტანომაქიის დროს. ამით იგი ჰერას დედობილი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი თაობის ღმერთი გახდა. ჰერას არ მოსწონდა კალიფსოს (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) და არკასის (პატარა დათვის თანავარსკვლავედი) მდებარეობა ცაზე და თეტისს სთხოვა დახმარება. თეტისმაც ისინი ისე განალაგა, რომ დედამიწის ტრიალისას არასოდეს ეფარებოდნენ ჰორიზონტს. ეს მითი კი დაუკავშირდა „ ჩაუმავალი ვარსკვლავის „ ფენომენს. თეტისს ხშირად ურევენ ზღვის ნიმფა ფეტიდასთან (Thetis), რომელიც პელევსის ცოლი და აქილევსის დედაა.

თეტისის შვილები

აქელოუსი

აქერონი

ალპეუსი

ამალთეა

ამფიტრიტე

ასია

ასოპუსი

კალიროა

კალიპსო

კატილუსი

ქერბენი

კეფისუსი

კირკე

კლიტუნო

კლიმენა

კლიტია

კრიმისოსი

დიონა

დორისი

ელექტრა

ენიპეოსი

ევრინომა

ინაქოსი

ლიზითეა

მელია

მელიბოა

მეროპა

მეტისი

ნილუსი

პენეოსი

პერსე

პლეიონა

როდა

სკამანდრი

სტიქსი

ტელესტო

ტიბერინუსი

ტიბერტუსი

ტიქე

ვოლტურნი

და სხვა ოკეანიდები.

Categories: ასტრონომია, ტიტანები | დატოვე კომენტარი

იაფეტი

   იაფეტი (ბერძნ.Ἰαπετός) ბერძნულ მითოლოგიაში არის ურანოსის და გეას შვილი და ოკეანიდა კლიმენეს ცოლი ტიტანია. მისი შვილები იყვნენ ატლანტი, მენეტიოსი, პრომეთე და ეპიმეთეუსი. კლიმენე, იგივე აზია იყო ოკეანოსის და თეტისის შვილი ტიტანი. იაფეტი მონაწილეობდა ტიტანომაქიაში და მის და-ძმასთან ერთად დასასჯელად ტარტაროსში აღმოჩნდა. იაფეტი ითვლებოდა კაცობრიობის გამჩენად და პირველ წინაპრად. იგი ითვლება მოკვდავობის ტიტანადაც.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

კრიოსი

   კრიოსი (ბერძნ. Κριός)  იყო ურანოსის და გეას შვილი, პონტოს შვილი ევრიბიას ქმარი და ასტერიას, პერსის, პალანტისა და პითონის მამა ტიტანი. მან მონაწილეობა მიიღო „ტიტანომაქიის“ ათწლიან ბრძოლაში დამარცდა და მის და-ძმასთან ერთად ტარტაროსში აღმოჩნდა. კრიოსი მიიჩნევა ძალის და ძალაუფლების სიმბოლო ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

კრონოსი

   კრონოსი (Kronos, რომ. Saturnus ბერძნ. Κρόνος ) – პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი იყო.  დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და – რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი,კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო. ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია გამართა.  დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია.  ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ. მის საპატივსაცემოდ ატიკური (ძველი ბერძნული) კალენდრის პიველი თვის მეთორმეტე დღეს (12 ივლისი) აღინიშნებოდა დღესასწაული „კრონია“, რომელიც მოსავლის აღებას უკავშირდებოდა.

333თავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო“ ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც, გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარადმწიფობდა ხეხილი, მარადმწიფობდა ყანა“. ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო ბუნების განახლებისთვის თავლი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ, ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს ზვარაკს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ.

333ხელოვნებაში მოხუც კაცად ხატავდნენ, ხელში ქნარი ეჭირა. ბევრი ავტორი კრონოსს ურევს დრო-ჟამის ღმერთთან – ხრონოსთას, ქრონოსთან, მაგრამ, მათ მხოლოდ სახელთა მსგავსება და სიძველე აქვთ საერთო. ქრონოსი – დროის ღმერთია, კრონოსი – ტიტანი, დღეს კი ბერიკაცია, მართუსალას სინონიმად ქცეულა.კრონოსის საკულტო როლი საერთოდ ნაკლებია, მაგრამ, სკიპტროსანი მეუფე ხშირად უხატავთ, მორჭმით ტახტზე მჯდომი. შუა საუკუნეებში მისი როლი ამაღლდა როგორც სატურნისა, რომლის სახელიც პლანეტას ეწოდა.სატურნი განაგებს ბნელ და ცივ პლანეტებს.

333კრონოსი – ირონ. გამოჩერჩეტებული, გამოფიტული, ხავსმოდებული მეფე – ტირანი, მბრძანებელი, რომელიც პატივმოყვარეობის სენით დაბრმავებულა და ძალაუფლებას არ თმობს, თუმცა, მისი ჟამი წასულა და ქვეყნიერებას ამძიმებს.

333სატურნის შვიელბი- მდაბიონი, მათხოვარნი, პყრობილნი, ძუნწნი; მიწის მუშები, ასტრონომები, გეომეტრები; სატურნის ტემპერამენტი – მძიმე, მელანქოლიური ხასიათი (ასევე ხელოვნებაში); სატურნის პლანეტა უბედურების სიმბოლოა. ხატავენ კალენდრებში, პლანეტების სურათებში, ატლასებში. ხან გლეხები აუმხედრებია პაპის წინააღმდეგ, ხან მეფეა, ტახტზე ზის მელანქოლიური იერით. ხან ზევსი ამხობს, ხანაც ფრთები და საათების საზომი მინა უჭირავს, რაც მოწმობს, რომ დროის ღმერთთან: ქრონოსთან აურევიათ.

333ხელოვნებაში ხშირდება კრონოსის ასახვა ქრონოსის სახით, მათ მხოლოდ ატრიბუტებით არჩევენ: ქრონოსს – ფრთებით, კრონოსს- ბავშვით. XIX საუკუნეში გრძელდება ძველი კრონოსის ხატვა: გოია – „სატურნი“. მადრიდი შვინდი, 1827 წელი.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

კოოსი

   კოოსი (ბერძნ. Κοῖος) ბერძნულ მითოლოგიაში არის ურანოსის და გეას შვილი და ტიტანიდა ფებეს ქმარი და ძმა ტიტანი და ინტელექტის ღმერთი, რომელთანაც გააჩინა ასტერია(ჰეკატეს დედა) და ლეტო (აპოლონის და არტემისის დედა). იგი იყო საბეძნეთის კუნძულ კოსის ერთ-ერთი უძველესი მცხოვრები. მან მონაწილეობა მიიღო ტიტანების ბრძოლაში ზევსის წინააღმდეგ და მის და-ძმასთან ერთად დაისაჯა და გაიგზავნა ტარტაროსში. კოოსი მიიჩნევა სიბრძნის სიმბოლო ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.