ტიტანები

ჰიპერიონი

   ჰიპერიონი (ბერძნ.Ὑπερίων) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი, თავისი დის თეიას ქმარი და ჰელიოსის,სელენასა, და ეოსის მამა ტიტანი. მისი სახელი „ძალიან მაღალს“ აღნიშნავს. ცაში აღმავალი ტიტანი ხშირად ასოცირდებოდა მის შვილთან, მზის ღმერთთან ჰელიოსთან. უფრო მეტიც ჰელიოსის შვილებს ჰომეროსი „თეოგონიაში“ და დემეტრეს ჰიმნში (საგალობელში)  ჰიპერიონიდებად მოიხსენიებდა. ევჰემერისტები ჰიპერიონს მიიჩნევდნენ პირველ არსებად, რომელმაც შეძლო ცათ ამაღლება. ამიტომაც ისინი მას გაღმერთებული ადამიანების „მამას“ უწოდებდნენ. „ოდისეაში“ კი ჰეპერიონი ჰელიოსს ანაცვლებს.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

ოკეანოსი

   ოკეანოსი (ბერძნ. Ὠκεανός) ბერძნულ მითოლოგიაში არის ღვთაება, რომელიც მსოფლიო ოკეანეს განასახიერებს. იგი ურანოსის და გეას შვილი და თავისი დის თეტისის ქმარი იყო. ოკეანოსს ყავდა სამი ათასი ვაჟიშვილი და ქალიშვილი. მისი წყლებიდან გაჩნდა ცხენი პეგასიც. ტიტანების ბრძოლაში ზევსის წინააღმდეგ მას მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომაც მოახერხა თავისი ძალაუფლების შენარჩუნება. მან გააჩინა ასევე ზევსის პირველი ცოლი მეტიდა. იგი გამოირჩევა თავისი მშვიდობისმოყვარეობითაც. მან მოახერხა ზევსი პრომეთესთან შეერიგებინა. ოკეანეს უკიდურესი დასავლეთით ითვლებოდა რომ სიკვდილის საუფლო იწყებოდა. იგი იწოდებოდა მთელი ზღვის წყლის მეფედ, თუმცა ახალმა ღმერთმა პოსეიდონმა დაჩრდილა და ხმელთაშუაზღვის მეფე გახდა ხოლო ოკეანოსს უფრო ატლანტის ოკეანესთან მოიხსენიებდნენ.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

ტიტანები

   ტიტანები (ბერძნ.Τιτᾶνες) იყვნენ ღმერთების მეორე თაობა ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) შვილები. ისინი მეფობდნენ „ოქროს ხანის“ პერიოდში. სულ იყვნენ თორმეტნი ექვსი და და ექვსი ძმა, შემდეგ ისინი შეჯვარდნენ და გააჩინეს ისეთი ღმერთები როგორიცაა ჰელიოსი, პრომეთე, მუზები, ლეტო (ლატონა) და სხვა.

33ტიტანები ნახსენები არიან ისეთ ნაწარმოებებში როგორიცაა ჰესიოდეს თეოგონია და ბრმა თრაკიელი პოეტის თამირისის „ტიტანომაქია“ (ტიტანებისა და ოლიმპიელების ბრძოლა, რომელიც ოცი წლის განმავლობაში გრძელდებოდა).

მამრობითი: ოკეანოსი                        მდედრობითი: თეტისი

………………ჰიპერიონი                                              თეია

………………კოოსი                                                     ფებე

………………კრონოსი                                                 რეა

………………იაფეტი                                                   თემიდა

………………კრიოსი                                                    მნემოზინა

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.