ქარონი

   ქარონი (ბერძ. Charōn) – ბერძნულ მითოლოგიაში არის მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები. ქარონი, ავისმომგვრელი უკვდავი მოხუცია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად არის საკმაოდ ბევრი გზა რომლებიც მიწისქვეშა სამეფოში მიდის: გამოქვაბულები, მდინარეები, უფსკრულები, ხეობები, ჭაობები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც დედამიწის წიაღში ესე იგი სულების სიკვდილის სმეფოში მიდის. მიუხედავათ იმისა რომ საიქიოს კარიბჭე ისე ახლოს გვგონია და თითქოს გვიწვდის ხელს, ჰადესი ძნელად თუ აღებს ცოცხალთათვის, თუგინდ გმირი იყო. ჰერაკლე, ორფეოსი, თეზევსი –  აი ის ცოტა მოკვდავი ვინც ცოცხალმა მოახერხა იქ ყოფნა. რომ მოხვდე გარდაცვლილთა სამეფოში საჭიროა მდინარე სტიქსის ან აქერონტის გადალახვა და რა თქმა უნდა საჭიროა მოხუცი მენავის –  ქარონის მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც გადაჰყავს მკვდართა სულები. ტრადიციის მიხედვით გარდაცვლილს პირში, ენის ქვეშ უდებდნენ მონეტას – ერთ “ობოლუსს”, რომელიც მას ქარონისთვის სტიქსზე გადასაყვანად უნდა მიეცა. ამ რიტუალს საბერძნეთში “ნავლონს”, ხოლო რომში “დონაციას” უწოდებდნენ. ქარონი მოხუცი ღვთაებაა, ორი გავლენიანი ღმერთის ერებას – მდინარის ღმერთის და ნიქტას – ღამის შვილი. იგი იყო კერის, მოროსის, ჰიპნოსის, ეთერის, ჰემერას, თანატოსის, მომოსის, ერისის და ნემეზისის ძმა.ჰადესმა უბრძანა სამუდამოდ გარდაცვლილთა სულების გადაყვანა, იმ
პირობით თუ ისინი მიღებული წესით იქნებიან დასაფლავებულები. ქარონი უმოწყალოდ უბიძგებდა მათ ვინც მოკლებული იყო საფლავს, ისინი ასწლეულობით დაძრწიან მდინარის პირას. ის ასევე გზას უღობავს ცოცხლებსაც რომლებიც ჰადესისა და პერსეფონას სამყოფელში მოისურვებს მისვლას. ქარონი – როგორც საძაგელი პერსონაჟი – ჰყავს გამოყვანილი ვირგილიუსს თავის “ენეიდაში”  სუსტი, საშინელი მოხუცი, გრძელი გაბურძგნული თეთრი წვერებით, მკაცრი ცეცხლოვანი თვალებით. ჩაცმული ჭუჭყიან თეთრ მოსასხამში. ის იდგა თავის ნავში და ორივე ხელით ნიჩაბი ეჭირა. ის წკეპლით იშორებს არასასურველ სულებს. ასევე მას ნავში აჰყავს მხოლოდ ისინი, ვისაც შესწევთ რამის გადახდა (გარდაცვლილს ამიტომაც პირში ფულს უდებდნენ). საბერძნეთში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რიტუალებს. უძველესი პოეტები როგორებიც არიან – ჰომეროსი და ჰესიოდე ჩანს არ იცნობდნენ ამ პერსონაჟს, ისინი საერთოდ არსად არ მოიხსენიებენ მას.

Categories: ხთონური ქმნილებები | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

ცერბერი

   ცერბერი (კერბერი ან კერბეროსი), (ბერძნ. Κέρβερος) – ტიფონისა და ექიდნეს ვაჟი. მიწისქცეშა სამყაროს (ჰადესის) კარების მცველი საშინელი ურჩხულია. მას ჰქონდა სამი თავი, მის კისერზე გველები იკლაკნებოდნენ და კუდი ლაშდაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. კერბერი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი — არავის. მხოლოდ ერთადერთმა — ორფეოსმა შეძლო ჯადოსნური სიმღერით დაეძინებინა კერბერი და გამოპარულიყო მიწისქვეშეთიდან.

33მიკენეს მეფემ — ევრისთევსმა დაავალა ჰერაკლეს ჰადესიდან კერბერის ამოყვანა. დიდი ხნის სიარულისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ჰერაკლე მივიდა მიწისქვეშეთის მეფე ჰადესთან და კერბეროსის გატანება მოსთხოვა. ჰადესს გაუკვირდა ჰერაკლეს ნახვა და სათხოვარი, დაეთანხმა, მაგრამ იმ პირობით, თუკი გმირი კერბერს ცარიელი ხელით დაიმორჩილებდა. რკინისავით მაგარი ხელები შემოაჭდო ჰერაკლემ ურჩხულს და მოსთხოვა გაჰყოლოდა, მაგრამ კერბეროსი არ ნებდებოდა. დიდხანს აწამა ურჩხული ჰერაკლემ და ბოლოს ჰერმესის და ათენას შემწეობით ნახევრად მკვდარი აიტაცა და წამოიყვანა. მეტისმეტად შეაშინა უკუნეთის მკვიდრი დღის სინათლემ, იგი მთლიანად ცივმა ოფლმა დაფარა, აცახცახდა და დაღრენილი ლაშებიდან მომწამლავი დუჟი სდიოდა, დუჟისგან შხამიანი ბალახები (აკონიტები) იზრდებოდნენ. ჰერაკლემ კერბერი მიკენში მიიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა, მაგრამ მეფე დანახვისთანავე შიშმა შეიპყრო და შეევედრა გმირს, კვლავ ჰადესში წაეყვანა ეს საშიშროება. ჰერაკლემ შეისმინა და კვლავ თავის სამფლობელოში დააბრუნა კერბეროსი. გადატანითი მნიშვნელობით კერბერს უწოდებენ ავ, მრისხანე დარაჯს. იგივე ლათინურად ცერბერი. მისი და-ძმა იყვნენ: ქიმერა, ჰიდრა, ნემეის ლომი, ორთოსი და სფინქსი.

Categories: ხთონური ქმნილებები | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

მინოსი

   მინოსი (ბერძნ. Μίνως) კუნძული კრეტას მითიური მეფე და ზევსის და ევროპეს ვაჟი იყო. მითების თანახმად, მინოსი სამართლიანი და ბრძენი მეფე ყოფილა, ზევსის დახმარებით შეუქმნია ძველი კრეტის კანონმდებლობა. დიდი კუნძული კრეტა, რომელიც იფარავდა ღვთაებრივი ხარის და აღმოსავლეთიდან გატაცებული ქალწულის სიყვარულს შემდეგში უნდა ქცეულიყო დასავლეთის გამანაყოფიერებელ პირველ თესლად აღმოსავლეთიდან.

33ლეგენდები ყვებიან რომ  ფინიკიის სანაპიროზე ცხოვრობდა თეთრკანიანი არაჩვეულებრივად მშვენიერი პრინცესა რომელსაც ერქვა ევროპა. იგი იყო  მეფე აგენორის ასული.  ერთ მშვენიერ დღეს  ქალიშვილი დაინახა ბერძენთა უზენაესმა ღვთაება ზევსმა და ის აალდა ევროპას სიყვარულით. თეთრ ხარად ქცეული ზევსი მიუახლოვდა ასულს რომელიც სანაპიროზე უზრუნველად თამაშობდა ამხანაგებთან ერთად. ევროპა ენდო ზევსს და მოეწყო ხარის ზურგზე. ხარმა-ზევსმა კი ის კრეტას შორეული კუნძულისკენ გაიტაცა. იქ ზევსი არწივად გადაიქცა. ზევსთან კავშირის შედეგად ევროპას ეყოლა ოთხი შვილი. პირველს მინოსი უწოდეს.

33მინოსი იყო ანააქის მეთერთმეტე თაობის შთამომავალი. მისი ძმები იყვნენ რადამანტი და სარპედონი, ხოლო შვილები: ფერდა, არიადნე, დევკალიონი, გლავკა, კატრეა, ევრიმედონა და სხვები. მან კრეტელებს ზევსის კურთხევით, როდესაც მან მის გამოქვაბულში კვერთხი გადასცა დაუწერა კრეტელებს კანონები.მასშემდეგ მინოსი ყოველ მეცხრე წელს მოილოცავდა ამ გამოქვაბულს.

33მისი მამინაცვალი ასტერიონი ისე მოკვდა რომ შვილი არ გასჩენია. გერმა მინოსმა მოისურვა მეფე გამხდარიყო და დასახმარებლად ღმერთებს მიმართა. როდესაც მინოსმა პოსეიდონს შესთხოვა დახმარება მან მსხვერპლად შესაწირად ზღვიდან თეთრი ხარი გამოუგზავნა. ამით მინოსმა მეფობის უფლება მოიპოვა, თუმცა ამ ხარის სილამაზით იმდენად მოიხიბლა, რომ მისი მსხვერპლად შეწირვა აღარ მოისურვა და სხვა ხარი შესწირა. პოსეიდონმა ურჩობისთვის მეფე მინოსი დასაჯა. მის ხარს სიგიჟე მოუვლინა და მისი ცოლი პასიფაე ხარის მიმართ უჩვეულო ვნებით აღავსო. მათი კავშირის შედეგად კი ქვეყანას მოევლინა ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი, ურჩხული ასტერიონი იგივე „მინოტავრი“.

33მინოსის მეუღლე პასიფიამ, გადაღლილმა ქმრის მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლებით, დაწყევლა იგი. წყევლის არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ უცხო ქალთან ყოველი სექსუალური სიახლოვის დროს, მეფის ”მოღალატე ორგანოდან” გადმოღვრილიყო შხამიანი გველებისა და მორიელების ნაკადი, ამას  საბრალო მსხვერპლი სიკვდილამდე   მიყავდა. როგორც კი გავრცელდა ხმები მეფის ახალი ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ, მასთან ფიზიკური სიახლოვის მსურველთა რიცხვმა კატასტროფულად  იკლო. მაშინ უმოქმედობით სასოწარკვეთილმა უაღრესად ტემპერამენტიანმა მეფემ, მორიგ რჩეულთან სექსის დროს მის საშოში წინასწარ  თხის შარდის ბუშტი მოათავსა. ექსპერიმენტმა გაამართლა, ქალი გადარჩა, ეჭვიანმა მეუღლემ ვერაფერი შეიტყო, ხოლო კაცობრიობა კი  ახალი აღმოჩენით გამდიდრდა.

33მეფე მინოსი გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ ქამიკში. აქ ის დედალოსს დევნიდა, როდესაც მეფე კოკალოსის შვილებმა მას აბანოში ადუღებული წყალი დაასხეს და მოკლეს. მინოსი დაკრძალეს სიცილიაში და მის საფლავთან აღმართეს აფროდიტეს ტაძარი. მოგვიანებით მისი ძვლები კუნძელ კრეტაზე გადაიტანეს და ძეგლი დაუდგეს. მითების თანახმად მეფე მინოსი დასავლეთში, ხოლო მეფე აიეტი აღმოსავლეთში ამყარებდა წესრიგს. მეფე მინოსის პირველი ცოლი კირკე იყო ჰელიოსის შვილი და აიეტის და.

33მინოსს შეუყვარდა ბრიტორმასისი (დიქტინა), რომელიც ზევსის შვილი და მისი ნახევარდა იყო. იგი ცხრა თვის განმავლობაში დასდევდა. მას კაბა მცენარე მირტას ბუჩქებში გაეხლართა, სიარული შეანელა და რომ არ დაჭერილიყო ზღვაში გადახტა, სადაც თევზის ბადეში მოხვდა და გადარჩენა შესძლო. მოგვიანებით არტემიდამ ბრიტორმასისი ნიმფად აქცია.

33მინოსმა დაარსა ქალაქები: კნოსოსი, ფესტი და კიდონია. სიკვდილის შემდეგ იგი ტარტაროსში მოხვდა და რადამანტთან და ეაკთან ერთად სულების მსაჯული გახდა.

Categories: ტარტაროსის მსაჯულები | ტეგები: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ეაკი

33ოინოპიას კუნძულზე მდინარის ღმერთის ასოპეს ქალს, ეგინას, ღმერთების მამამთავრის ზევსისაგან მიეცა ვაჟიშვილი, რომელსაც ეაკი Αἰακός დაარქვეს, როდესაც ეაკი დავაჟკაცდა, იგი გამეფდა ოინოპიას კუნძულზე, რომელსაც მეფის დედის ეგინას პატივსაცემლად ეგინა ეწოდა. ეაკი თავისი სათნოებით, სისწორით, მართლმსაჯულებითა და სიმშვიდით მთელს საბერძნეთში კიდით-კიდემდე სახელგანთქმული იყო. სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ახალგაზრდა მეფეს. ეაკიმაც მხურვალედ შეიყვარა სახელმწიფოს მკვიდრნი და მთელ თავის ძალღონეს საყვარელი ერის საკეთილდღეოდ სწირავდა. ღმერთებიც დიდის სიყვარულით ეპყრობოდნენ ეგინას მფლობელს. ეაკის მართლმსაჯულება და სისწორე ისე სწამდათ ღმერთებს, რომ თავიანთი უთანხმოების დროს მეფეს ძლიერ ხშირად მსაჯულადაც კი ირჩევდნენ.

33ერთხელ, როდესაც მთელი საბერძნეთი გვალვამ თითქმის მთლად გაანადგურა, დელფოს მისანმა უწინასწრმეტყველა საბერძნეთის მკვიდრთ: სანამ ღვთისნიერი ეაკი არ შეევედრება ღმერთებს, უბედურების თავიდან აცილება ყოვლად შეუძლებელიაო. ეაკი ხალხის თხოვნით შეევედრა ღმერთებს, და, მართლაც, ღმერთების მამამთავარმა, ყოვლის შემძლე ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა, საბერძნეთს მოუვლინა ჟუჟუნა წვიმა, რომელმაც იხსნა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი დიდის განსაცდელისაგან.

33ყველა ღმერთს უყვარდა ღვთისნიერი ეაკი. მხოლოდ ქალღმერთი ჰერა სდევნიდა ყველასგან საყვარელ ეგინას მფლობელს. ჰერას თვალის დასანახავად ეჯავრებოდა ეაკი: ღმერთების მამამთავრის მეუღლეს სწყინდა, რომ ეაკი ზევსის შვილის სახელს ატარებდა და ამასთანავე დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებოდა ყველგან და ყველასაგან. ქალღმერთი ჰერა ყოველგვარი ღონისძიებით ცდილობდა, რომ ეგინას მფლობელი დაესაჯა. ეაკის სამფლობელოს, მთელ კუნძულ ეგინას, ჰერამ მოუვლილნა საშინელი უბედურება: მთელი ოთხი თვით კუნძული დაბურა სქელმა, ერთიანად მოშხამულმა ნისლმა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მთელს სამეფოში, მდინარეებსა და წყაროებში, ზღვასა და ხმელეთზე ათასობით გაჩნდნენ სხვადასხვა შხამიანი ქვეწარმავალნი, რომლებიც უბრალო შეხებითაც კი შხამავდნენ ყველაფერს. ტყე, მინდორ–ველები და მკვიდრთა მთელი კარმიდამო აივსო დახოცილ ცხოველთა ლეშებით, და ისედაც მოწამლული ჰაერი კიდევ უფრო მეტად იწამლებოდა.საქონელი, შინაური და გარეული ფრინველები საცოდავად გმინავდნენ მოწამლული ჰაერით და სამუდამოდ ეთხოვებოდნენ წუთისოფელს. სახელმწიფოს მკვიდრნიც ვერ გადაურჩნენ ამ საშინელ განსაცდელს. მოწამლულმა ჰაერმა ხალხს მუსრი გაავლო. შეუბრალებლად ესალმებოდნენ სიცოცხლეს დედა, მამა, შვილები. ოჯახები დღითიდღე ცარიელდებოდა. შეშინებული ხალხი სახელმწიფოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს აფარებდა თავს, მაგრამ შველას კი ვერსად პოულობდა.

33ეგინას მფლობელი ღვთისნიერი ეაკი მწუხარებით შეჰყურებდა საყვარელი ერის დღითიდღე განადგურებას, მაგრამ დახმარებას ვერ უწევდა, ვერას შველოდა. აქა–იქ ცოცხლმკვდრად დარჩენილი მკვიდრნი ღმერთებს შესავედრებელ მსხვერპლს სწირავდნენ, მაგრამ მკვიდრთა ამ საყოველთაო უბედურებას ბოლო არ ეღებოდა. განადგურდა მთელი სახელმწიფო, დაიხოცნენ ერთიანად ქალი, კაცი, დიდი და პატარა, მთელ სახელმწიფოში გადარჩენ მხოლოდ თვითონ მეფე ეაკი და მისი სამი შვილი. ხალხის უბედურებით თავზარდაცემულმა მეფე ეაკმა ცისკენ მწუხარედ აღაპყრო ხელები და ღმერთების მამამთავარს მხურვალედ შეევედრა: „მაღალო ღმერთო ზევსო, თუ მე შენი შვილობის სახელის ტარების ღირსი ვარ, იხსენ ჩემი სამეფო საშინელი განსაცდელისაგან, დამიბრუნე ჩემი საყვარელი, უდანაშაულოდ დასჯილი ერი, და თუ ეს შეუძლებელია, მეცა და ჩემ შვილებსაც მოგვივლინე სიკვდილი, რათა უკან არ ჩამოვრჩეთ ჩვენ საყვარელ ერს. ღმერთების მამამთავარო, შენ ჩემზე კარგად უწყი, რომ მეფე ერის საკეთილდღეოდაა გაჩენილი, და არა ერი მეფის საკეთილდღეოდ“. ეგინას მფლობელმა ამ სიტყვებთან ერთად მიაპყრო თვალები იქვე მდგომ მაღალ მუხას, რომლის ტოტებზე ჭიანჭველების მთელი გროვა ათასნაირად ფუსფუსებდა და გულმოდგინე შრომას ეწეოდა. „ღმერთების მამამთავარო – კვლავ შეევედრა მეფე ეაკი ზევსს: მომეც სახელმწიფოს იმდენი მკვიდრი, რამდენიც ამ მუხაზე ჭიანჭველაა, რათა სრულიად დაცარიელებული ჩემი სახელმწიფო კვლავ აღვადგინო“.

33დაღამდა. დამწუხრებულ მეფეს ჩაეძინა. ძილში ეაკმა გრძელტორებიანი მუხა ნახა და იმ მუხაზე ის მშრომელი ჭიანჭველები, რომელნიც საქმიანად ფუსფუსებდნენ ცხადად ნახულ მუხის ტოტებზე. უეცრივ მუხის ტოტები შეინძრა, და ჭიანჭველები ყველანი ერთიანად ძირს ჩამოცვივდნენ.ტოტებზე ჭიანჭველების მთელი გროვა ათასნაირად ფუსფუსებდა და გულმოდგინე შრომას ეწეოდა. „ღმერთების მამამთავარო – კვლავ შეევედრა მეფე ეაკი ზევსს: მომეც სახელმწიფოს იმდენი მკვიდრი, რამდენიც ამ მუხაზე ჭიანჭველაა, რათა სრულიად დაცარიელებული ჩემი სახელმწიფო კვლავ აღვადგინო“. მეფე ეაკი სიზმრად ხედავს, რომ ჭიანჭველები სიგამხდრესა და სიშავეს თანდათანობით კარგავენ, ტანი უმსხვილდებათ და ადამიანის შეხედულებას ღებულობენ, კაცებად იქცევიან. ეაკი სიხარულისაგან ფეხზე არა დგას. იგი კვლავ თავის საყვარელ მკვიდრთა შორის არის. მეფეს გამოეღვიძა და, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი ეს სიზმარი იყო, მეტად დაღონდა. გული მწუხარებით აევსო. დადარდიანებული მეფე ღმერთების მამამთავარს უჩიოდა, რომ ამოდენა ხანს დახმარებას არ აწვდიდა.

33უეცრივ მეფეს გარედან რაღაც ხმაური შემოესმა. ეაკს გარკვევით ესმოდა ხალხის ხმამაღალი ლაპარაკი და ჩოჩქოლი, რასაც იგი რამდენი ხანია გადაჩვეული იყო. „ნუთუ ესეც სიზმარია?“ – ფიქრობდა და გონს ვერ მოსულიყო. მეფეს ამ დროს შემოესმა თავისი შვილის, ტელამოს, მხიარული ხმა: „ჩემო ძვირფასო, საყვარელო მამავ! იცი, რა უნდა გახარო! მე მინდა გახარო ისეთი სასიამოვნო ამბავი, რომელიც შენ სულიერად და ხორციელად დაგამშვიდებს! აბა, ჩემო საყვარელო მამავ, თუ გამოიცნობ, რა სასიხარულო ამბავი მოგიტანე?“ მეფე მიდის სასახლის კარებთან და განცვიფრებული ხედავს იმ მამაკაცებს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინათ სიზმრად ხედავდა. სიხარულისაგან ცრემლებმორეული ეაკი გულმხურვალედ მიესალმა თავის ქვეშევრდომ მამაკაცებს.მამაკაცები მოკრძალებით მიუახლოვდნენ ეაკს და თაყვანი სცეს, როგორც თავის საყვარელ მეფეს.

33როცა მეფე მეტის აღელვებისაგან ცოტათი დამშვიდდა, მან დიდის სასოებით მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთების მამამთავარს ზევსს ასეთი დიდი წყალობისათვის. „მეფე მკვიდრთათვის, და არა მკვიდრნი მეფისათვის“ – მუდამჟამს ასე იმეორებდა მეფე ეაკი და ამ ცნების მიხედვით აწესრიგებდა მკვიდრთა შორის სახელმწიფოს მართვა–გამგებლობის საქმეებს. მკვიდრნიც კარგად გრძნობდნენ მეფის ამ სიტყვების გულწრფელობას და ამიტომაც იყო, რომ ეაკი მთელ სახელმწიფოში სათაყვანებელ გმირად ჰყავდათ მიჩნეული.

Categories: ტარტაროსის მსაჯულები | დატოვე კომენტარი

რადამანტი

   რადამანტი (ბერძნ.Ῥαδάμανθυς) ზევსისა და ევროპას შვილი და მინოსის და სარპედონის ძმა იყო. იგი აღზარდა კრეტის მეფე ასტერიოსმა. მას ყავდა შვილები გორტისი და ერიტროსი. რადამანტი დაიბადა კუნძულ კრეტაზე, სადაც ზევსმა ხარის სახე მიიღო და ევროპა მოიტაცა. მას შემდეგ კრეტაზე მინოსი გამეფდა. რადამანტი კრეტაზე თავისი სამართლიანობით გამოირჩეოდა, მან კრეტელებს დაუტოვა კანონები, რომლებიც შემდგომ სპარტელებმა გადაიღეს. პოეტი ცეცეს თანახმად მან მოკლა თავისი ძმა და ამის გამო გააძევეს სამშობლოდან. იგი დასახლდა ბეოტიაში, სადაც შეირთო ცოლად ქვრივი ამფიტრიონი ალკმენე. სიკვდილის შემდეგ გახდა ერთ-ერთი მსაჯული ჰადესში და ელისეს მინდვრებში დასახლდა. რადამანტი აღმოსავლეთიდან მოსულ სულებს განსჯიდა, ეაკი დასავლეთის, ხოლო მინოსს გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭებოდა.

Categories: ტარტაროსის მსაჯულები | დატოვე კომენტარი

მოირები

   მოირები (ბერძნ. Μοῖραι ), ზევსის და თემიდას შვილები ბედისწერის ქალღმერთები არიან ბერძნულ მითოლოგიაში. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ყველა ადამიანს თავისი მოირა ყავს თუმცა რელიგიის დახვეწის შედეგად მათი რიცხვი სამამდე დავიდა.

კლოტო      – „მარგუნებელი“   რთავს ძაფს

ლაქესისი   – „ბედი“  ძაფის სიგრძეს განსაზღვრავს

ატროპოსი  – „ხვედრი“           ჭრის ძაფს

33თავიდან მიიჩნეოდა რომ მოირები ნიქტას (ღამე) შვილები იყვნენ, მაგრამ შეიძინეს რა უდიდესი დატვირთვა რელიგიაში ზევსის და თემიდას შვილებად აღიარეს. ისინი უდიდეს ძალას ფლობდნენ. მოირა კლოტომ თავად ათენას არგუნა ქალწულობა. მოირები  პირნათლივ ასრულებდნენ თავის საქმეს და ყველა ადამიანს დროულად აგზავნიდნენ საიქიოში. მათი ხელის შეშლა ვერც ზევსმა შეძლო, როდესაც მან მოინდომა ტროის ომის მონაწილე სარპედონის გადარჩენა.

33რომაულ ვარიანტში მოირებს პარკებს ეძახდნენ და თითოეულს ერქვათ: ნონა, დეციმა და მორტა. მათი ტაძარი მდებარეობდა კორინფეში.

მოირებს მიეძღვნათ LIX ორფიკული ჰიმნი.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | ტეგები: , | დატოვე კომენტარი

თემიდა

   თემიდა (Themis ბერძნ. Θέμις, ნათესაობითი ბრუნვა Themidos) — მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსის და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემიდა (თემისი) წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ. თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.

33ზევსისგან მან შვა მოირები ( ქალღმერთები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ძაფს ართავენ, სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

33ჰომეროსი თემიდას „საბერძნეთის ბნელი ხანის“ ქრ.შ 10 – 9 საუკკენის შემდეგ სოციალური წესრიგის დამამყარებლად მიიჩნევს. თემიდა „საღვთო სამართლის“  შემომღებია.სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

თემიდას ეძღვნება LXXIX ორფიკული ჰიმნი.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

დოკუმენტური ფილმები

მსოფლიოს ქალაქები “საბერძნეთი”

2010წ.

33თქვენს წინაშეა საბერძნეთი – უძველესი ცივილიზაციის, მითოლოგიის და რელიკვიების წყარო. ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ჩვენ გველოდება ქალაქი სალონიკი, კატერინის და პარალიას სანაპიროები. გემის ბორტიდან თვალს შევავლებთ ათონის სამონასტრო კომპლექსს… ოლიმპოს ლეგენდარული მთის მახლობლად მდებარეობს მეტეორას მონასტერი, რომელიც მიუწვდომელ კლდეშია ჩაქსოვილი… ანტიკური აკროპოლისი. ზეთისხილის და ფორთოხლის ხის ბაღები, რომლებშიც თეთრად შეღებილი ძველი სახლები იმალება. ზღვა აქ ყოველთვის კრისტალურას წმინდა და ლურჯია.

ენა: რუსული

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

პოლისები და იმპერია კლასიკურ საბერძნეთში

2000წ.

   ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მსახიობი ლიამ ნისონი გადმოგვცემს ძველი საბერძნეთის აღზევების და დაცემის ისტორიას.

ენა: ინგლისური

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

სექსუალური ცხოვრება:

საბერძნეთი და რომი

2003წ.

   ანტიკური საბერძნეთის სამყარო სავსე იყო ორმაგი სტანდარტებით – სიყვარულშიც და სექსშიც, ქალისთვისაც და მამაკაცისთვინაც. ამ პირველ დემოკრატიულ ქვეყანაში ქალები მამაკაცებს ექვემდებარებიან. ვაჟებს საბერძნეთში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ელოდათ.

ენა: რუსული

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

ბერძნული მითები

2010წ.

   Всю жизнь Робин Лейн Фокс интересовался греческими мифами, трагическими рассказами о героях, о любовных историях богов, о битвах с чудовищами или друг с другом. У этих мифов нет авторов. Так так же возникают мифы? В поисках корней этих древних мифов и преданий мы отправимся в путешествие по Средиземноморью. А начнем с одной горы в Турции, где по преданию был оскоплен один из богов. Потом отправимся к другой горе Греции, где властвовал царь всех богов. Мы увидим руины древней империи, чьё влияние на мифы мы начали осознавать только сейчас. Увидим город, бывший когда-то одним из самых важных религиозных центров древней Греции. Греки считали, что и боги хоронили этот город. Мы узнаем, как возникли греческие мифы о могущественных богах, и как жили люди во время, именующиеся сейчас темными временами древней Греции.

ენა:რუსული

გადმოწერა !

 

 

 

 

 

ბერძნული მითოლოგიის გმირები

2004წ.

   ბერძნული მითოლოგიით უკვე ორი ათასწლეულია ინტერესდებიან ადამიანები. ფილმში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ოდისევსს და იასონს, არგონავტებთან ერთად.

ენა: რუსული

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

.

.

.

.

Орёл и Решка

2011წ.

орёл и решка

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

.

.

.

.

.

ათენი

სიმართლე დემოკრატიაზე

2007 წ.

Athens.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

Categories: ფილმები | დატოვე კომენტარი

მნემოზინა

   მნემოზინა (ბერძნ.Μνημμοσύνη) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი მეხსიერების ქალღმერთი ტიტანიდა (მისგან წარმოდგება სიტყვა მნემონიკა), რომელსაც ხელოვნებისა და მეცნიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად , საიდანაც ყველა სხვა უნარი განვითარდა. ითვლებოდა , რომ მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში არც ხელოვნება და არც მეცნიერება არ იარსებებდა.

33ზევსი მნემოზინას მეცხვარის სახით გამოეცხადა და აცდუნა. მასთან ცხრა დღე ჰქონდა სასიყვარულო კავშირი და შედეგად ეყოლათ ცხრა ქალიშვილი, რომლებიც მნემოზინამ პიერიაში გააჩინა. მითის თანახმად ტროფონიის გამოქვაბულის მახლობლად ჩამოედინება ორი მდინარე ლეთე (დავიწყება) და მნემოზინა (შეცნობა). სიმბოლურად როდესაც პოეტს მუზა მოსდის იგი მნემოზინას მდინარიდან სვავს წყალს.

მნემოზინას შვილი

ცხრა მუზა

კალიოპე (ეპიკური პოეზია)

კლიო (ისტორია)

ერატო (სასიყვარულო პოეზია)

ევტერპე (მუსიკა)

მელპომენე (ტრაგედია)

პოლიჰიმნია (ჰიმნები-საგალობლები)

ტერფსიკორე (ცეკვები)

თალეია (კომედია)

ურანია (ასტრონომია)

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თემატური ფილმები

აგორა

2009 წ.

   ალექსანდრია ეგვიპტე. ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის დასაწყისი. მშვენიერი ჰეპატიას ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი. ეს იყო მსოფლიოში პირველი მეცნიერი-ქალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. მის აზრს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ხოლო ლექციებს ათასები ესწრებოდნენ, მან კოპერნიკსა და გალილეოს დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის სიმშვენიერე გულებს ამსხვრევდა.

,

,

,

,

ალექსანდრე

2007წ.

   ყოველი ადამიანისათვის ის ნიშნავდა რაღაც თავისას. ერთნი ხედავდნენ მასში უდიდეს მეფესა და მეომარს, ამბიციებით, ვაჟკაცობითა და ახალგაზრდისათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით სავსეს, რომელიც წარუძღვა თავის არმიას რიცხოვნობით მრავალჯერ აღმატებული სპარსეთის არმიის წინააღმდეგ. მეორენი კი ხედავდნენ მასში შვილს, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა თავისი მკაცრი მამის მოწონება და წაეშალა დედის მემკვიდრეობის ნაკვალევი. მტერთათვის ის რისხვაა, მთავარსარდალი, რომელსაც არ წაუგია არც ერთი ბრძოლა. თავისი თანამოაზრეთათვის კი ის იყო მომავლის წინასწარ მჭვრეტელი, რომლის ოცნებებმა და სურვილებმა ასწლეულებს გაუძლეს, დატოვა წარუშლელი ანაბეჭდი დედამიწაზე დ ა რომლის სახელიც ექოდ ისმის მარადიულობაში. მას ალექსანდრე მაკედონელს ეძახდნენ!

,

,

300 სპარტელი

2007წ.

   უკვე არა ერთი წელია რაც მიწა სისხლით ირწყვება ბერძენთა და სპარტელთა შორის ომებში. ფილმი მოგვითხრობს სპარტელთა მეფე ლეონიდასის და მისი 300 მეომრის შესახებ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, მრავალათასიან არმიას აღუდგნენ წინ.

,

,

,

,

,

,

,

ტროა

2004 წ.

   ტროას უფლისწულის, პარისის მიერ მოტაცებულ სპარტას დედოფალს, მშვენიერ ელენას ბერძენთა გაერთიანებული ჯარი დაედევნა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1193 წელს დაიწყო ორი სამყაროს ბრძოლა ღირსების დასაცავად და ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომელიც ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

,

,

,

,

,

,

პერსი ჯექსონი

და ჭექა-ქუხილის გამტაცებელი

2010 წ.

   მთავარი პერსონაჟი – ბიჭია, რომელიც იგებს, რომ მისი მოდგმა სათავეს ბერძნული ღმერთისგან იღებს. ის საშიშ მოგზაურობაში მიდის, რათა ღმერთები შეარიგოს. მთელი მოგზაურობის მანძილზე სხვადასხვა მითოლოგიური არსებები მის შეჩერებას ცდილობენ.

,

,

,

,

,

,

,

ტიტანთა ბრძოლა

2010 წ.

   პერსიუსი ღმერთის შვილია, რომელიც ადამიანმა გაზარდა. მან ვერ შეძლო თავისი ოჯახის დაცვა მიწისქვეშეთის მბრძანებლის შურისძიებისაგან. ახლა მას აღარაფერი აქვს დასაკარგი და სათავეში უდგება აიდის დასამარცხებელ მისიას. პერსიუსმა მიწისქვეშეთის მბრძანებელი უნდა დაამარცხოს, მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი, ზევსს არ ჩამოართმევს ძალაუფლებას და დემონებს არ გაათავისუფლებს.

,

,

,

,

,

ოდისევსი

1997 წ.

   ფილმი ოდისევსის თავგადასავალზე.

,

,

,

,

,

,

,

,

გლადიატორი

2000 წ.

   ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.

,

,

,

,

,

ელენე ტროიანი

2003 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

სპარტაკი

2004 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

უკანასკნელი ლეგიონი

2007 წ.

476 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. რომის იმპერია აგონიაშია… ცეზართა დინასტია შერყეულია… 12 წლის ახლადგაიმპერატორებულ რომულუს ავგუსტუსს კუნძულ კაპრიზე ატყვევებენ, მაგრამ თავისი მასწავლებლისა და ლეგიონერის ავგუსტუსის დახმარებით, ის გაქცევას ახერხებს. მისი მიზანი რომის იმპერიის გადარჩენა, ძველი დიდების დაბრუნება და დინასტიის გადარჩენაა.

,

,

,

,

,

ცენტურიონი

2010 წ.

ფილმის მოქმედება 117 წელს ვითარდება. მთავარი გმირი – კვინტუს დიასი – ერთადერთი ადამიანია, რომელიც პიკტების მიერ რომის სასაზღვრო ციხეზე მიტანილი იერიშის შემდეგ გადარჩა. ახლა ლეგენდარულ მეცხრე ლეგიონთან ერთად, ის ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება, რათა გაანადგუროს პიქტები და მათი მეთაური გორლაკონი…

,

,

,

,

,

,

Categories: ფილმები | 7 Comments

Blog at WordPress.com.