Posts Tagged With: ბერძნული ფული

ქარონი

   ქარონი (ბერძ. Charōn) – ბერძნულ მითოლოგიაში არის მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები. ქარონი, ავისმომგვრელი უკვდავი მოხუცია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად არის საკმაოდ ბევრი გზა რომლებიც მიწისქვეშა სამეფოში მიდის: გამოქვაბულები, მდინარეები, უფსკრულები, ხეობები, ჭაობები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც დედამიწის წიაღში ესე იგი სულების სიკვდილის სმეფოში მიდის. მიუხედავათ იმისა რომ საიქიოს კარიბჭე ისე ახლოს გვგონია და თითქოს გვიწვდის ხელს, ჰადესი ძნელად თუ აღებს ცოცხალთათვის, თუგინდ გმირი იყო. ჰერაკლე, ორფეოსი, თეზევსი –  აი ის ცოტა მოკვდავი ვინც ცოცხალმა მოახერხა იქ ყოფნა. რომ მოხვდე გარდაცვლილთა სამეფოში საჭიროა მდინარე სტიქსის ან აქერონტის გადალახვა და რა თქმა უნდა საჭიროა მოხუცი მენავის –  ქარონის მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც გადაჰყავს მკვდართა სულები. ტრადიციის მიხედვით გარდაცვლილს პირში, ენის ქვეშ უდებდნენ მონეტას – ერთ “ობოლუსს”, რომელიც მას ქარონისთვის სტიქსზე გადასაყვანად უნდა მიეცა. ამ რიტუალს საბერძნეთში “ნავლონს”, ხოლო რომში “დონაციას” უწოდებდნენ. ქარონი მოხუცი ღვთაებაა, ორი გავლენიანი ღმერთის ერებას – მდინარის ღმერთის და ნიქტას – ღამის შვილი. იგი იყო კერის, მოროსის, ჰიპნოსის, ეთერის, ჰემერას, თანატოსის, მომოსის, ერისის და ნემეზისის ძმა.ჰადესმა უბრძანა სამუდამოდ გარდაცვლილთა სულების გადაყვანა, იმ
პირობით თუ ისინი მიღებული წესით იქნებიან დასაფლავებულები. ქარონი უმოწყალოდ უბიძგებდა მათ ვინც მოკლებული იყო საფლავს, ისინი ასწლეულობით დაძრწიან მდინარის პირას. ის ასევე გზას უღობავს ცოცხლებსაც რომლებიც ჰადესისა და პერსეფონას სამყოფელში მოისურვებს მისვლას. ქარონი – როგორც საძაგელი პერსონაჟი – ჰყავს გამოყვანილი ვირგილიუსს თავის “ენეიდაში”  სუსტი, საშინელი მოხუცი, გრძელი გაბურძგნული თეთრი წვერებით, მკაცრი ცეცხლოვანი თვალებით. ჩაცმული ჭუჭყიან თეთრ მოსასხამში. ის იდგა თავის ნავში და ორივე ხელით ნიჩაბი ეჭირა. ის წკეპლით იშორებს არასასურველ სულებს. ასევე მას ნავში აჰყავს მხოლოდ ისინი, ვისაც შესწევთ რამის გადახდა (გარდაცვლილს ამიტომაც პირში ფულს უდებდნენ). საბერძნეთში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რიტუალებს. უძველესი პოეტები როგორებიც არიან – ჰომეროსი და ჰესიოდე ჩანს არ იცნობდნენ ამ პერსონაჟს, ისინი საერთოდ არსად არ მოიხსენიებენ მას.

Categories: ხთონური ქმნილებები | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.