Posts Tagged With: ოვულაცია

ასკლეპიოსი

  ასკლეპიოსი (ბერძნ. Ἀσκληπιός) — მკურნალობის ღვთაებაა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. იგი აპოლონის ვაჟია. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძვ.წ. V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავრისი. ძვ.წ. III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები ასკლეპიონები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. იგი თავიდან მოკვდავი იყო, მაგრამ მკურნალობის გასაოცარი ნიჭის გამო მიიღო უკვდავება. მისი კვერთხი დღეს მედიცინის სიმბოლოა.

33ასკლეპიოსი აპოლონის და დედოფალი კორონიდას ვაჟია. კორონიდას ასკლეპიოსზე ორსულობისას შეუყვარდა ისქიოსი. ყვავმა როცა ისინი ერთად დაინახა აპოლონთან გაფრინდა და დააბეზღა. განრისხებულმა აპოლონმა კორონიდას მოსაკლავად მისი და არტემისი გააგზავნა. როდესაც კორონიდას სხეული დაწვეს ჰერმესმა გამოიყვანა მუცლად მყოფი ასკლეპიოსი და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარა. მითის თანახმად თეთრ ყვავს კოცონის კვამლი მოხვდა და მას შემდეგ გაუშავდა თეთრი ბუმბული. ქარონმა მედიცინა აპოლონისგან ისწავლა, ასკლეპიოსმა კი მისგან და დროთა განმავლობაში აღმზდელიანად ერთად მთელ კაცობრიობას გადააჭარბა ცოდნით. იგი ჩავიდა კუნძულ კოსზე და ადგილობრივებს მკურნალობა ასწავლა. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ასკლეპიოსს ეპიონასთან ეყოლა სამი ვაჟი: ტელესფორუსი, პოდალირიუსი და მაქაონი და ექვსი ქალიშვილი: ჰიგია (ჯანმრთელობა), პანაკეა (პანაცეა), იასო (განკურნება), აგლეა (ნატიფობა), აკესო (მკურნალობის პროცესი) და მედიტრინა (გაუტკივარება). ასკლეპიოსი იმდენად დიდი მკურნალი გახდა რომ მკვდრების გაცოცხლებაც შეძლო. ათენამ მას გორგონა გადასცა, რომლის სიხლის მეშვეობითაც მკვდრებს აცოცხლებდა. მისი დახმარებით ხალხმა სიკვდილი შეწყვიტა. სივდილის ღმერთმა თანატოსმა მსხვერპლი დაკარგა და ზევსს შესჩივლა მსოფლიო წესრიგის დარღვევაზე. ზევსიც დათანხმდა ასკლეპიოსის დასჯაზე, რადგან თუ ადამიანები მუდმივად იცოცხლებდნენ უკვდავებით ღმერთებს გაუტოლდებოდნენ. ყოვლის განმკურნებელ ღმერთს ზევსმა ელვა ესროლა და მოკლა. განრისხებულმა აპოლონმა ზევსს ცოკლოპები დაუხოცა, რომლებსაც ზევსისთვის ელვის დამზადება ევალებოდათ. ამის საპასუხოდ კი ზევსმა აპოლონს ერთი წლის განმავლობაში თესალიის მეფის ადმეტოსის საქონლის მოვლა დაავალა. სიკვდილის ქალღმერთებმა მოირებმა ასკლეპიოსი მკვდრეთით აღადგინეს.

33ერთხელ კრეტის მეფეს, მინოსს, ვაჟი გაუხდა ავად. მაშინვე ასკლეპიოსთან აფრინეს მაცნე. ასკლეპიოსიც გზას გაუდგა. დინჯად მიუყვებოდა ზეთის ხილის კორომებს და თავის განუყრელ კვერთხს ებჯინებოდა. კვერთხი შემთხვევით გველხოკერას დააბჯინა და სული გააფრთხობინა ქვეწარმავალს. ასკლეპიოსი დაღონდა, ჯერ ერთი, ეწყინა, გველი რომ შემოაკვდა, აქამდე ჭიანჭველასთვის არ დამიდგამს ფეხი და ეს როგორ დამემართაო; მეორეც, ცუდად ენიშნა ეს ამბავი – იფიქრა, მეფის წული ალბათ ვერ გადარჩება და მეფე ნამდვილად სიკვდილით დამსჯისო. უცებ, სად იყო და სად არა, ბილიკზე მეორე გველხოკერა გამოსრიალდა, მიწყვიტ-მოწყვიტა ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა მკვდარ მეგობარს და გააცოცხლა! ასკლეპიოსი, როგორც ექიმს შეშვენის, დაკვირვებული კაცი იყო, მანაც სასწრაფოდ დაკრიფა ის მაცოცხლებელი ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა ავადმყოფ უფლისწულს და ელვის უსწრაფესად გამოაჯანმრთელა.

33ძველ საბერძნეთში საგვარეულოები და ექიმები როგორებიც იყვნენ ჰიპოკრატე და არისტოტელე ასკლეპიოსის შთამომავლებად ითვლებოდნენ. მას მიეძღვნა XVI ჰომეროსის და LXVII ორფიკული ჰიმნი.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Blog at WordPress.com.