Monthly Archives: აპრილი 2012

თემიდა

   თემიდა (Themis ბერძნ. Θέμις, ნათესაობითი ბრუნვა Themidos) — მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსის და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემიდა (თემისი) წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ. თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.

33ზევსისგან მან შვა მოირები ( ქალღმერთები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ძაფს ართავენ, სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

33ჰომეროსი თემიდას „საბერძნეთის ბნელი ხანის“ ქრ.შ 10 – 9 საუკკენის შემდეგ სოციალური წესრიგის დამამყარებლად მიიჩნევს. თემიდა „საღვთო სამართლის“  შემომღებია.სიგრძეს უდგენენ და ჭრიან) : კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი. თემიდას წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსის და ფეტიდას შვილი ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს. თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ორაკული გადასცა მის და ფებას, ხოლო მან ის თავის შვილიშვილს აპოლონს დაუტოვა. თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები. ოლიმპოს მთაზე გეას და ზევსის საკურთხევლის მახლობლად არსებობდა თემიდას სამსხვერპლოც. მისი და ზევსის შვილები იყვნენ ორები (აუქსო, კარპო და ტალო) – ქალღმერთები, რომლებიც წელიწადის დროებს განაგებდნენ. მისი შვილები იყვნენ ასევე: დიკე (სამართალი), ეირენე მშვიდობა, ეუნომია (წესრიგი) და ასტრეა სამართლიანობის ქალღმერთი.

თემიდას ეძღვნება LXXIX ორფიკული ჰიმნი.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

დოკუმენტური ფილმები

მსოფლიოს ქალაქები “საბერძნეთი”

2010წ.

33თქვენს წინაშეა საბერძნეთი – უძველესი ცივილიზაციის, მითოლოგიის და რელიკვიების წყარო. ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ჩვენ გველოდება ქალაქი სალონიკი, კატერინის და პარალიას სანაპიროები. გემის ბორტიდან თვალს შევავლებთ ათონის სამონასტრო კომპლექსს… ოლიმპოს ლეგენდარული მთის მახლობლად მდებარეობს მეტეორას მონასტერი, რომელიც მიუწვდომელ კლდეშია ჩაქსოვილი… ანტიკური აკროპოლისი. ზეთისხილის და ფორთოხლის ხის ბაღები, რომლებშიც თეთრად შეღებილი ძველი სახლები იმალება. ზღვა აქ ყოველთვის კრისტალურას წმინდა და ლურჯია.

ენა: რუსული

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

პოლისები და იმპერია კლასიკურ საბერძნეთში

2000წ.

   ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მსახიობი ლიამ ნისონი გადმოგვცემს ძველი საბერძნეთის აღზევების და დაცემის ისტორიას.

ენა: ინგლისური

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

სექსუალური ცხოვრება:

საბერძნეთი და რომი

2003წ.

   ანტიკური საბერძნეთის სამყარო სავსე იყო ორმაგი სტანდარტებით – სიყვარულშიც და სექსშიც, ქალისთვისაც და მამაკაცისთვინაც. ამ პირველ დემოკრატიულ ქვეყანაში ქალები მამაკაცებს ექვემდებარებიან. ვაჟებს საბერძნეთში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ელოდათ.

ენა: რუსული

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

 

 

 

 

ბერძნული მითები

2010წ.

   Всю жизнь Робин Лейн Фокс интересовался греческими мифами, трагическими рассказами о героях, о любовных историях богов, о битвах с чудовищами или друг с другом. У этих мифов нет авторов. Так так же возникают мифы? В поисках корней этих древних мифов и преданий мы отправимся в путешествие по Средиземноморью. А начнем с одной горы в Турции, где по преданию был оскоплен один из богов. Потом отправимся к другой горе Греции, где властвовал царь всех богов. Мы увидим руины древней империи, чьё влияние на мифы мы начали осознавать только сейчас. Увидим город, бывший когда-то одним из самых важных религиозных центров древней Греции. Греки считали, что и боги хоронили этот город. Мы узнаем, как возникли греческие мифы о могущественных богах, и как жили люди во время, именующиеся сейчас темными временами древней Греции.

ენა:რუსული

გადმოწერა !

 

 

 

 

 

ბერძნული მითოლოგიის გმირები

2004წ.

   ბერძნული მითოლოგიით უკვე ორი ათასწლეულია ინტერესდებიან ადამიანები. ფილმში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ოდისევსს და იასონს, არგონავტებთან ერთად.

ენა: რუსული

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

 

.

.

.

.

Орёл и Решка

2011წ.

орёл и решка

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

.

.

.

.

.

ათენი

სიმართლე დემოკრატიაზე

2007 წ.

Athens.

.

.

.

.

.

.

გადმოწერა !

Categories: ფილმები | დატოვე კომენტარი

მნემოზინა

   მნემოზინა (ბერძნ.Μνημμοσύνη) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი მეხსიერების ქალღმერთი ტიტანიდა (მისგან წარმოდგება სიტყვა მნემონიკა), რომელსაც ხელოვნებისა და მეცნიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად , საიდანაც ყველა სხვა უნარი განვითარდა. ითვლებოდა , რომ მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში არც ხელოვნება და არც მეცნიერება არ იარსებებდა.

33ზევსი მნემოზინას მეცხვარის სახით გამოეცხადა და აცდუნა. მასთან ცხრა დღე ჰქონდა სასიყვარულო კავშირი და შედეგად ეყოლათ ცხრა ქალიშვილი, რომლებიც მნემოზინამ პიერიაში გააჩინა. მითის თანახმად ტროფონიის გამოქვაბულის მახლობლად ჩამოედინება ორი მდინარე ლეთე (დავიწყება) და მნემოზინა (შეცნობა). სიმბოლურად როდესაც პოეტს მუზა მოსდის იგი მნემოზინას მდინარიდან სვავს წყალს.

მნემოზინას შვილი

ცხრა მუზა

კალიოპე (ეპიკური პოეზია)

კლიო (ისტორია)

ერატო (სასიყვარულო პოეზია)

ევტერპე (მუსიკა)

მელპომენე (ტრაგედია)

პოლიჰიმნია (ჰიმნები-საგალობლები)

ტერფსიკორე (ცეკვები)

თალეია (კომედია)

ურანია (ასტრონომია)

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თემატური ფილმები

აგორა

2009 წ.

   ალექსანდრია ეგვიპტე. ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის დასაწყისი. მშვენიერი ჰეპატიას ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი. ეს იყო მსოფლიოში პირველი მეცნიერი-ქალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. მის აზრს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ხოლო ლექციებს ათასები ესწრებოდნენ, მან კოპერნიკსა და გალილეოს დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის სიმშვენიერე გულებს ამსხვრევდა.

,

,

,

,

ალექსანდრე

2007წ.

   ყოველი ადამიანისათვის ის ნიშნავდა რაღაც თავისას. ერთნი ხედავდნენ მასში უდიდეს მეფესა და მეომარს, ამბიციებით, ვაჟკაცობითა და ახალგაზრდისათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით სავსეს, რომელიც წარუძღვა თავის არმიას რიცხოვნობით მრავალჯერ აღმატებული სპარსეთის არმიის წინააღმდეგ. მეორენი კი ხედავდნენ მასში შვილს, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა თავისი მკაცრი მამის მოწონება და წაეშალა დედის მემკვიდრეობის ნაკვალევი. მტერთათვის ის რისხვაა, მთავარსარდალი, რომელსაც არ წაუგია არც ერთი ბრძოლა. თავისი თანამოაზრეთათვის კი ის იყო მომავლის წინასწარ მჭვრეტელი, რომლის ოცნებებმა და სურვილებმა ასწლეულებს გაუძლეს, დატოვა წარუშლელი ანაბეჭდი დედამიწაზე დ ა რომლის სახელიც ექოდ ისმის მარადიულობაში. მას ალექსანდრე მაკედონელს ეძახდნენ!

,

,

300 სპარტელი

2007წ.

   უკვე არა ერთი წელია რაც მიწა სისხლით ირწყვება ბერძენთა და სპარტელთა შორის ომებში. ფილმი მოგვითხრობს სპარტელთა მეფე ლეონიდასის და მისი 300 მეომრის შესახებ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, მრავალათასიან არმიას აღუდგნენ წინ.

,

,

,

,

,

,

,

ტროა

2004 წ.

   ტროას უფლისწულის, პარისის მიერ მოტაცებულ სპარტას დედოფალს, მშვენიერ ელენას ბერძენთა გაერთიანებული ჯარი დაედევნა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1193 წელს დაიწყო ორი სამყაროს ბრძოლა ღირსების დასაცავად და ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომელიც ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

,

,

,

,

,

,

პერსი ჯექსონი

და ჭექა-ქუხილის გამტაცებელი

2010 წ.

   მთავარი პერსონაჟი – ბიჭია, რომელიც იგებს, რომ მისი მოდგმა სათავეს ბერძნული ღმერთისგან იღებს. ის საშიშ მოგზაურობაში მიდის, რათა ღმერთები შეარიგოს. მთელი მოგზაურობის მანძილზე სხვადასხვა მითოლოგიური არსებები მის შეჩერებას ცდილობენ.

,

,

,

,

,

,

,

ტიტანთა ბრძოლა

2010 წ.

   პერსიუსი ღმერთის შვილია, რომელიც ადამიანმა გაზარდა. მან ვერ შეძლო თავისი ოჯახის დაცვა მიწისქვეშეთის მბრძანებლის შურისძიებისაგან. ახლა მას აღარაფერი აქვს დასაკარგი და სათავეში უდგება აიდის დასამარცხებელ მისიას. პერსიუსმა მიწისქვეშეთის მბრძანებელი უნდა დაამარცხოს, მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი, ზევსს არ ჩამოართმევს ძალაუფლებას და დემონებს არ გაათავისუფლებს.

,

,

,

,

,

ოდისევსი

1997 წ.

   ფილმი ოდისევსის თავგადასავალზე.

,

,

,

,

,

,

,

,

გლადიატორი

2000 წ.

   ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.

,

,

,

,

,

ელენე ტროიანი

2003 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

სპარტაკი

2004 წ.

,

,

,

,

,

,

,

,

,

,

უკანასკნელი ლეგიონი

2007 წ.

476 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. რომის იმპერია აგონიაშია… ცეზართა დინასტია შერყეულია… 12 წლის ახლადგაიმპერატორებულ რომულუს ავგუსტუსს კუნძულ კაპრიზე ატყვევებენ, მაგრამ თავისი მასწავლებლისა და ლეგიონერის ავგუსტუსის დახმარებით, ის გაქცევას ახერხებს. მისი მიზანი რომის იმპერიის გადარჩენა, ძველი დიდების დაბრუნება და დინასტიის გადარჩენაა.

,

,

,

,

,

ცენტურიონი

2010 წ.

ფილმის მოქმედება 117 წელს ვითარდება. მთავარი გმირი – კვინტუს დიასი – ერთადერთი ადამიანია, რომელიც პიკტების მიერ რომის სასაზღვრო ციხეზე მიტანილი იერიშის შემდეგ გადარჩა. ახლა ლეგენდარულ მეცხრე ლეგიონთან ერთად, ის ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება, რათა გაანადგუროს პიქტები და მათი მეთაური გორლაკონი…

,

,

,

,

,

,

Categories: ფილმები | 7 Comments

რეა

       რეა (ბერძნ.Ῥέα)  ღმერთების დედა ქალღმერთი ურანოსის და გეას ქალიშვილი, კრონოსის ცოლი და კრონიდების დედაა. იგი ითვლება „ოლიმპიელი ღმერთების დედად“  რეას უძველეს საკულტო ადგიდად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი. მოგვიანებით იგი მჭიდროდ ასოცირდებოდა გეასთან და კიბელესთან.

333კრონოსმა როდესაც წინასწარმეტყველება შეიტყო რომ მისი შვილი მას მეფობას წაართმევდა თავისი შვილების გადაყლაპვა დაიწყო. რეას და კრონოსს ექვსი ბავშვი გაუჩნდათ: ჰესტია, ჰადესი, დემეტრა, პოსეიდონი, ჰერა და ზევსი ამ თანმიმდევრობით. მხოლოდ უმცროსი შვილის ზევსის გადარჩენა მოასწრო რეამ, ურანოსის და გეას რჩევით კუნძულ კრეტაზე ლიქტოსსთან გააჩინა და მთა დიქტეზე (იდა) გადამალა. რეას ზევსის გაჩენისას თან ახლდნენ კურეტები, რომლებმაც ხმალის ფარზე დარტყმით დაიწყეს ბავშვის ტირილის დაფარვა კრონოსს რომ არ გაეგონა. ბავშვის მაგივრად კი კრონოსს რეამ ნაჭერში გახვეული ლოდი მისცა გადასაყლაპავად. რეამ ასევე ფრიგიაში განკურნა დიონისე და სამღვდლო სამოსი სტოლა გადასცა. იგი ითვლება ტიტანების დედოფალ ტიტანიდად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

ფებე

   ფებე (ბერძნ.Φοίβη) ურანოსის და გეას შვილი და კოოსის ცოლი ტიტანიდაა. მისი შვილებია ლეტო,რომელმაც აპოლონი და არტემისი გააჩინა და ჰეკატეს დედა ასტერია. მისი სახელი ფებე ხანდახან აპოლონის და არტემისის სინონიმადაც გამოიყენებოდა. ძველი ბერძენი დრამატურგი ექსილეს თანახმად დელფოსის ორაკულის კონტროლის უნარი მიიღო თემიდასგან. იგი მიიჩნევა წყვდიადის ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თეია

   თეია (ბერძნ.Θεία) ბერძნულ მითოლოგიაში ურანოსის და გეას უფროსი ქალიშვილი და ჰიპერიონის ცოლი ტიტანიდაა. მისი შვილებია: ჰელიოსი (მზე), ეოსი (გარიჟრაჟი), და სელენა (მთვარე). როდესაც მან მოინდომა ზევსის წინააღმდეგ განდგომა თეია სასტიკად დაისაჯა და ტარტაროსში აღმოჩნდა. იგი მიიჩნევა გასხივოსნების ტიტანად.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თეტისი

   თეტისი (ლათ. Tethys ბერძნ.Τηθύς) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ურანოსის და გეას შვილი, ოკეანოსის ცოლი და სამიათასი ოკეანიდის და ოკეანიდას დედა ტიტანიდაა. თეტისის შვილებიდან გამოირჩევიან:ლადონი (არკადიის მდინარის ღმერთი), აქელოუსი და ინაქუსი და სხვა. თეტისი ოკეანოსსთან ერთად მსოფლიოს განაპირას ცხოვრობდა. იგი ბერძნებს ისეთი ცნობილი მდინარეების ღმერთად მიაჩნდათ, რომლებიცაა: ნილოსი, მენდერესი, ალფეოსი, თალასა (ზღვა) და სხვები.

333თეტისთან რეამ გააგზავნა ჰერა ზევსთან შესარიგებლად ტიტანომაქიის დროს. ამით იგი ჰერას დედობილი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი თაობის ღმერთი გახდა. ჰერას არ მოსწონდა კალიფსოს (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) და არკასის (პატარა დათვის თანავარსკვლავედი) მდებარეობა ცაზე და თეტისს სთხოვა დახმარება. თეტისმაც ისინი ისე განალაგა, რომ დედამიწის ტრიალისას არასოდეს ეფარებოდნენ ჰორიზონტს. ეს მითი კი დაუკავშირდა „ ჩაუმავალი ვარსკვლავის „ ფენომენს. თეტისს ხშირად ურევენ ზღვის ნიმფა ფეტიდასთან (Thetis), რომელიც პელევსის ცოლი და აქილევსის დედაა.

თეტისის შვილები

აქელოუსი

აქერონი

ალპეუსი

ამალთეა

ამფიტრიტე

ასია

ასოპუსი

კალიროა

კალიპსო

კატილუსი

ქერბენი

კეფისუსი

კირკე

კლიტუნო

კლიმენა

კლიტია

კრიმისოსი

დიონა

დორისი

ელექტრა

ენიპეოსი

ევრინომა

ინაქოსი

ლიზითეა

მელია

მელიბოა

მეროპა

მეტისი

ნილუსი

პენეოსი

პერსე

პლეიონა

როდა

სკამანდრი

სტიქსი

ტელესტო

ტიბერინუსი

ტიბერტუსი

ტიქე

ვოლტურნი

და სხვა ოკეანიდები.

Categories: ასტრონომია, ტიტანები | დატოვე კომენტარი

იაფეტი

   იაფეტი (ბერძნ.Ἰαπετός) ბერძნულ მითოლოგიაში არის ურანოსის და გეას შვილი და ოკეანიდა კლიმენეს ცოლი ტიტანია. მისი შვილები იყვნენ ატლანტი, მენეტიოსი, პრომეთე და ეპიმეთეუსი. კლიმენე, იგივე აზია იყო ოკეანოსის და თეტისის შვილი ტიტანი. იაფეტი მონაწილეობდა ტიტანომაქიაში და მის და-ძმასთან ერთად დასასჯელად ტარტაროსში აღმოჩნდა. იაფეტი ითვლებოდა კაცობრიობის გამჩენად და პირველ წინაპრად. იგი ითვლება მოკვდავობის ტიტანადაც.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

თემატური სერიალები

რომი

2005-2007

   სერიალი იწყება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 52 წელს, როცა კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. კეისრის ნათესავი ატიიუსი შიშით ელოდება მის დაბრუნებას, პატრიციები შეშფოთებულები არიან – ისინი შიშობენ, რომ კეისრის დაბრუნება დაარღვევს სტატუს-ქვოს და მათი კეთილდღეობა, რომელიც მოიპოვეს მდაბიოთა მეშვეობით დაირღვევა. სენატში პატრიციების პარტიის ლიდერები არწმუნებენ კეისრის ძველ მეგობარს, პომპეუს დიდს, რომ კეისარი რომის აყვავებას ხელს შეუშლის. ამ დროს ორი ლეგიონერი ლუციუს ვარენიუსი და ტიტუს პულოსი აწყობს ავანტიურას, რომელიც წარმატების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კეთილდღეობას. რაც უფრო მეტად უახლოვდება კეისარი ლეგიონი რომს, მით უფრო იზრდება დაძაბულობა ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის, მით უფრო ახლოვდება კონფლიქტის მოგვარება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ისტორიას.

სპარტაკი

2010-****

   სპარტაკი დააშორეს საყვარელ ადამიანს და აიძულეს გამოსულიყო არენაზე, სადაც სიკვდილი ბრბოს საუკეთესო გასართობია. ახლა მან გადარჩენისათვის უნდა იბრძოლოს და ახალი სისასტიკის სამყაროს პოლიტიკა აითვისოს. ეს არის მოთხრობა ყველაზე ცნობილი რომაელი გლადიატორის შესახებ. სპარტაკი არის ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ძველი რომის ისტორიაში, მონათა ყველაზე დიდ აჯანყებას… სერიალის პირველი სეზონი.

კაპრიკა

2009-2010

   კაპრიკა. კობოლას თორმეტი კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი. პლანეტა, სადაც ყველაფერია – სიმდიდრე, წარმატება, ტექნოლოგიები და გართობები. პლანეტა, რომელიც 58 წლის შემდეგ განადგურდება… სერიალ “Battlestar Galactica”-ს ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ ვნახოთ, თუ რა ხდებოდა ყველაფრის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ადამიანებმა საილონები შექმნეს.

,

,

,

,

,

ქსენა: მებრძოლი პრინცესა

1995-1999

   სერიალი მოგვითხრობს მებრძოლების დედოფალზე, რომელსაც ზურგს უკან ბნელი წარსული აქვს და მის თანამგზავრ გაბრიელაზე. ერთად ისინი მოგზაურობენ ანტიკური საბერძნეთის მხარეებში და უბრალო მოსახლეობას ბოროტმოქმედებისგან იცავენ. მათ გზაზე ეყრებიან ღმერთები,  მითიური გმირები და მეფეები.

,

,

,

,

,

,

Categories: ფილმები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.